ღარიბაშვილი საკუთარ რიტორიკას არ ცვლის და ძალადობრივი ჯგუფების "გაპრავებას" ძალიან უსუსური მეთოდებით ცდილობს. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ამჯერადაც არასახელწმიფოებრივი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უმცირესობებმა აღლუმი იმიტომ არ უნდა ჩაატაროს, რომ ამას მოსახლეობის 95% ეწინააღმდეგება.
როგორც ჩანს, ღარიბაშვილს მთავარი დემოკრატიული პრინციპი დაავიწყდა, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და არც ის იცის, რომ უმცირესობებს თითი არ უნდა უქნიოს, ამით კიდევ უფრო მეტად უჩნდებათ მოძალადე ჯგუფებს იმის განცდა, რომ მსგავსი თავდასხმების ფაქტებზე არ დაისჯებიან, იმიტომ, რომ პრემიერს მათი აგრესიის ესმის. სანაცვლოდ, მას არ ესმის ის, რომ ყველა ადამიანს საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოებას უნდა ჰპირდებოდეს და მოძალადეებს კანონის წინაშე ნებისმიერი ძალადობისთვის პასუხი აგებინოს:
„ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის ნებისმიერი სხვა სახის ლოკაცია არსებობს. პოლიციამ ლგბტ თემს სხვა ლოკაცია შესთავაზა.
პოლიციამ ყველაფრის პრევენცია მოახდინა. როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% წინააღმდეგია დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ესაა ჩვენი მოსახლეობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ამას უნდა დავემორჩილოთ. პოლიციამ დააკავა მოძალადეები. ყველა მოძალადეს ვაგებინებთ პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები