ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესისის ინტერესებში არ იყო, ეს იყო ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული ძალის ინტერესებში - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 11:34, 12 Jul, 2021     991

მთავრობის სხდომაზე პრემიერი ღარიბაშვილი 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდასხმების სერია არც ხელისუფლების და არც ეკლესიის ინტერესში არ შედიოდა. ღარიბაშვილის თქმით, სიტუაციის ესკალაციაში ისევ ოპოზიციაა დამნაშავე, რომლის მოქმედებაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება:

„პოლიციამ დააკავა მოძალადეები. არავითარი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება. ყველა მოძალადეს ვაგებინებთ პასუხს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. მოგეხსენებათ, მეორე დღეს, როცა არსებოდა რისკი მომხდარიყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება, პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა და 100 პირი იქნა დაკავებული. 5 ივლისს 3 500-მდე პოლიციელი იყო მთელ ქალაქში მობილიზებული. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესისის ინტერესებში არ იყო, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული ძალის ინტერესებში. შეიძლება ითქვას, სავსებით თავისუფლად, რომ ეს იყო რუსეთის ინტერესებშიც, რომ მოხდეს ეროვნული განხეთქილების შემოტანა, ისედაც დაყოფილი საზოგადოების ხელახლა დახლეჩვა და თუნდაც ევროპული ფასეულობების არასწორი ფორმით ჩვენება და დისკრედიტაცია.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგად ესმით ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ ისინი გამიზნულად აკეთებენ იმას, რაც არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღვკეთილი. კანონისა და სახელმწიფოს სახელით ყველა დაისჯელება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონსა და კონსტიუციის ფარგლებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42