იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პლენარულ სხდომაზე წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს რეკომენდაცია გაუწია
პოლიტიკა - 11:31, 12 Jul, 2021     798

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს - გოჩა აბუსერიძეს, გიორგი გოგიაშვილს, ლევან თევზაძეს, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს რეკომენდაცია გაუწია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსადგენად.

კომიტეტმა სამ კანდიდატს - ქეთევან მესხიშვილს, გიორგი შავლიაშვილს და ეკა ზარნაძეს მხარი არ დაუჭირა.

გოჩა აბუსერიძის, ლევან თევზაძის და ლაშა ქოჩიაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა კომიტეტის 11-მა წევრმა. აქედან, 10 ხმა ფრაქცია ქართულ ოცნებას" ეკუთვნის, ხოლო ერთი ხმა - ფრაქციას „ევროპელი სოციალისტები".

გიორგი გოგიაშვილის და რევაზ ნადარაიას კანდიდატურებს მხარი დაუჭირა კომიტეტის 10-მა წევრმა. ყველა ხმა ფრაქცია ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს ეკუთვნით.

ბიძინა სტურუას კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების" 10-მა წევრმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა „ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა.

„საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ამიტომ, ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების მიღების დროს ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციით და რა თქმა უნდა,

ვითვალისწინებთ კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42