ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი, ლევან ვასაძე, რომელიც ძალადობრივი კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, 5 ივლისს ამ აქციაზე ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას პრაიდის ორგანიზატორებს და ელჩებს აკისრებს. ანტიდასავლურ განცხადებაში, ვასაძე შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს და ისევ ამტკიცებს, რომ თბილისი პრაიდის ჩატარება "პროვოკაცია" იყო.
ლევან ვასაძე არ გმობს ძალადობას, რომელიც მისმა მხარდამჭერებმა ჩაიდინეს. ობით, ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ე.წ. პრაიდის დაძალებას. პირველ რიგში, მე აქ მახსენდება, სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც მიუხედავად 100 ათასობით ჩვენი მოქალაქის სოციალურ ქსელში მოწოდებისა, გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, მიუხედავად ეკლესიისა და ყველა ტრადიციული რელიგის მიმართვისა არ გაჩუმდა და ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა ჩვენ მთავრობას ჩატარებულიყო...
რა თქმა უნდა, ის, ვინც გალახა ეს უბედური კაცი, ვინც გარდაიცვალა, პასუხისმგებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ რა ზომით არის პასუხისმგებელი, რა მოხდა იქ და რა როლი ითამაშა იმ დაზიანებებმა, რაც ლექსო ლაშქარავას მიადგა ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ესეც გამოძიების დასადგენია", -აცხადებს ვასაძე.
მასალის გამოყენების პირობები