შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, გარდაცვლილი ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაცვალების წინა დღეს, ერთ-ერთ აფთიაქში იმყოფებოდა, შემდეგ იგი ფონიჭალის დასახალების მიმართულებით გადაადგილდებოდა, შემდეგ დედაენის ბაღში, დაახლოებით, 00:10 საათზე კი საცხოვრებელ მისამარზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა.
"ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.
15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.
აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში.
მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები