საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველზე მისვლის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი ტრაგედია არის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა:
"დღევანდელი ტრაგედია არის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ უნდა დავიშალოთ და მტკიცედ ვიდგეთ, სანამ ის არ გადაიხდის ჯერ პოლიტიკურ ფასს, შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, სამართლებრივ ფასს. არ მგონია, რომ ადეკვატური იქნება რაიმე მორალური მოთხოვნების დაწესება იმ ოპერაციის ჩამტარებლისთვის, ვინც დღეს ცხედარი გაიტაცა სახლიდან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშილმა.
იგი ავცადებს, რომ შსს-ს მიერ წარმოებული გამოძიების არ სჯერა.
„არ ვაპირებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებაზე კომენტირებას, არ მჯერა მე შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩაატარებს გამოძიებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები