ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქზე კრიტიკულ კომენტარებს შლიან და მათ ავტორებს ბლოკავენ.
მოქალაქეები კომენტარებით ღარიბაშვილს მოუწოდებენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე.
პრემიერმინისტრის მიერ დაბლოკილთა შორის ჟურნალისტებიც არიან.
ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა.
მან დაწერა:
"უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია".
მასალის გამოყენების პირობები