არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა.
არასამთავრობოები ითხოვენ,რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა.
"5 ივლისის მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც შედეგად ათობით ჟურნალისტის და მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა ხოლო, ტვ პირველის ოპერატორი, ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების შემდგომ გარდაიცვალა, პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუსისა.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე. ამიტომ:
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, სულ მცირე:
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა
ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით",- წერია ორგანიზაციების განცახდებაში.
განცხადებას ხელს აწერს:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
- საფარი
- საზოგადოება და ბანკები
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
- გაეროს ასოციაცია
- მწვანე ალტერნატივა
- თბილისი პრაიდი
- DRI
მასალის გამოყენების პირობები