საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და ოჯახს მიუსამძიმრა. სიმონიშვილის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ოპერატორის გარდაცვალება ძალადობამ გამოიწვია.
"პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან მძიმე დღეა არის და რაც ვნახეთ რამდენიმე დღის წინ იყო ძალიან მძიმე და რა თქმა უნდა არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ იმ ფაქტებმა გამოიწვიეს ყველაფერი ეს და რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ ცატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, თუმცა ჩვენ ცუდი რაღაც ვიხილეთ, ძალით გაიტანეს მიცვალებული და არ ვიცი ადვოკატთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე არადნაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება, არასწორად მოიქცა შსს, არ შეიძლება ამ ფორმით გაკეთდეს ყველაფერი, ჩვენ ვანხეთ რომ იმ ძალადობრივ ფაქტებზე ფაქტიურად არ რეაგირებდა და დღეს კი ძალით მიცვალებული გაიყვანეს ", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






