ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.
იგი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს.
"დღეს დრო აღარ არის დრო ვინ რომელ მხარეს დგას, ვის ვინ მოგვწონს ამის დრო აღარ არის, ცხედრებს იპარავენ სახლიდან, იმიტომ რომ სავარძლები შეინარჩუნონ. ვინც გაბრაზებულია, ნაწყენია, ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ შეიძლება, ყველანი ვიკრიბებით დღეს 6 საათზე რუსთაველზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ღარიბაშვილი და გომელაური უნდა გადადგნენ, მნიშვნელობა არ აქვს წვიმს, თოვს, კორონაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმსითვის, რომ მიავღწიოთ იმას რომ ესენი გადადგნენ", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






