"ჯერ ვერ დაიცვეს, აცემინეს და ბოლოს მკვდარი გაიტაცეს" - ნოდარ მელაძე სამართალდამცველების ქმედებებზე
პოლიტიკა - 13:59, 11 Jul, 2021     987

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.

მელაძე ყვება, რომ ის და მისი თანამშრომლები გარეთ იდგნენ, როცა შიგნიდან მათ ყვირილის ხმა შემოესმათ. ნოდარ მელაძის თქმით, სამართალდამცველებმა "ცხედარი ტომარაში ჩადეს და ისე გაიყვანეს".

"მე რომ მოვედი დედა იყო თავის შვილთან ჩახუტებული. ძალიან მძიმე სანახავი იყო, შევეცადე დამეწყნარებინა, მითხრა, რომ ერთადერთი შვილი აღარ მყავს, მეტი რაღა აზრი აქვს რამეს. ამის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები, გვითხრეს, რომ ჩვენ გამოვსულიყავით გარეთ, ფორმებს აღარ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მიჩვეული ვართ მათგან ამას, გარეთ გამოვედით ვიდექით და მესმის ყვირილის ხმა, სადაც იყვნენ მხოლოდ ოჯახის წევრები, ლექსოს დედა, დეიდები, მეუღლე... დედას ჰქონდა ხმამაღალი საუბარი, როგორც მივხვდი საუბარი იყო ცხედრის გადასვენებასთან დაკავშირებით. დედა ამტკიცებდა, რომ ჩემი ქმარი გაჭრეს, მოვიდნენ აქ გაკერილი დამახვედრეს, ჩემ შვილს აღარაფერი ეშველება და ექსპერტიზაზე არ მინდა რომ გადაასვენოთ.

დაძაბული საუბარი მიდიოდა, უცებ ვხედავ კარი იღება, რამდენიმე პოლიციელს ტომარაში ჰყავს ჩადებული, საკაცეც კი არ შეიტანეს და მოათრევენ ამ ცხედარს და დედამისი მოსდევს უკნიდან. შეიყვანეს ლიფტში, ლიფტი გაეჭედათ....ოპერატორს ვუთხარი, რომ გადაიღეთ... ბოლოს კიბეებზე ჩაათრიეს ეს ცხედარი დედა მისდევს და ამ ქალს ხელები სულ დაწითლებული ჰქონდა.

ექსპერტიზა რომ უნდა ჩატარდეს, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ნუთუ დავიჯერო, ამ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამხელა მონსტრში არ არის ერთი ფსიქოლოგი, ვინც მოვიდოდა და ქალს აუხსნიდა",- თქვა ნოდარ მელაძემ.

შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.

შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42