ტელეკომპანია პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ტვ პირველის ოპერატორის , ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა პრემიერმინისტრს ეკისრება.
მისი თქმით, ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ოჯახის ვარაუდით, ის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.
"ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, სრულიად ტვ პირველს. ყველამ ნახეთ ის კადრები, რაც რამდენიმე დღის უკან მოხდა, როგორი ნაცემი იყო. დილას დედამ იპოვა გარდაცვლილი სახლში. ყველას გვინდა დადგინდეს ჭეშმარიტება, თუმცა რაც აქ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, მე ასეთი რამ არც მინახავს და არც გამიგია.
დედამისიც და დეიდებიც ექიმები არიან. თვითონ იძახდნენ, რომ სავარაუდოდ თრომბოემბოლია შეიძლება განევითარებინა. პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას ეკისრება, ამ ბიჭის გარდაცვალებაზე და იმ ადამიანების დასახიჩრებაზე, რაც ჩვენ ვნახეთ",- თქვა ვატო წერეთელმა.
შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები