“ეს ბიჭი ძალიან ცუდ მომენტში დაიჭირეს, ჩახდილი იყო და ბავშვს ისე ენახვებოდა” – გორში 17 წლის ბიჭი 7 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
კრიმინალი - 10:42, 11 Jul, 2021     4509

გორში 17 წლის ბიჭი 7 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ირკვევა, რომ მცირეწლოვანი დაკავებულის დის მეგობარია. ინფორმაციას ამის შესახებ შაბათის ფორმულა ავრცელებს.

შემთხვევა ბიჭის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ბავშვზე ძალადობის ეს ფაქტი ბრალდებულის მხრიდან, სავარაუდოდ პირველი არ ყოფილა, რადგან ამ დასახლების მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბიჭი ხშირად პატიჟებდა მისი დის არასრულწლოვან მეგობრებს სახლში სათამაშოდ.

“თამაშობდნენ ხოლმე იმ ბიჭის დასთან სახლში, დები იყვნენ. დიდი ამ დასთან თამაშობდა, პატარა როგორც ჩანს ამ ბიჭს ჰყავდა (მიჩვეული). თავიდან ხან კალთაში ჩაისვამდა, ალბათ ეთამაშებოდა და მერე ეს ამბავი მოხდა”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

კიდევ ერთი მცხოვრები ჰყვება, რომ ბრალდებულმა ბავშვს თვალები აუხვია და მასზე ისე იძალადა.

“ეს ბიჭი ძალიან ცუდ მომენტში დაიჭირეს, ჩახდილი იყო და ბავშვს ისე ენახვებოდა. ამ ბავშვისთვის თვალი ჰქონდა აკრული და ისე იძალადა, ამ ბავშვმა თვალები რომ გაახილა, დაიწყო წივილი, კივილი და გამოიქცა”, – თქვა მეზობელმა.

შაბათის ფორმულას ცნობით, ბიჭი სავარაუდოდ სხვა მცირეწლოვნებზეც ძალადობდა, დასთან მოსულ მეგობრების ასაკით სარგებლობდა და გარყვნილი ქმედებებით კავდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადეს შემთხვევის შემდეგ, მსხვერპლის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტვინის შერყევის გამო ის სკოლაში რამდენიმე დღის განმავლობაში არ დადიოდა. შაბათის ფორმულამ ინფორმაციის გადამოწმება სცადა სავარაუდო მოძალადის მასწავლებელთან, თუმცა უშედეგოდ.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბიჭი არც ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდა და ბევრს აცდენდა, თუმცა ამას უარყოფენ სკოლაში

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და 17 წლის მოზარდი პოლიციამ გასულ კვირას დააკავა.

"შაბათის ფორმულა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42