არაფერი შეცვლილა, ჯანდაცვა უკეთესი არ გამხდარა... მასიური სუიციდის მცდელობას ჰგავს... - რას წერს ნანა გეგეჭკორი
COVID-19 - 21:59, 10 Jul, 2021     1865
ამერიკაში მცხოვრები ექიმი-კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი კორონავირუსთან ბრძოლისა და ვირუსის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე წერს
"საქართველოს კოვიდ-19-ის სტატისტიკას, საზოგადოების ამ თემასთან დამოკიდებულებას და ადამიანების ყიველდღიურობას რომ ვუყურებ მასიური სუიციდის მცდელობას ჰგავს...

მარტივი ლოგიკა - პირველი და მეორე ტალღიდან ქვეყნის შესაძლებლობებში არაფერი შეცვლილა, ჯანდაცვა უკეთესი არ გამხდარა, კოვიდის პრევენციის ან მკურნალობის ახალი სააშუალება არ აღმოუჩენიათ, რაც აღმოჩენილია საქართველოს ის საშუალებებიც არ გააჩნია, რაც გააჩნია ისიც მწირად და ხშირ შემთხვევაში სახლიდან ნივთების გაყიდვის ფასად უწევთ პაციენტებს საჭირო მედიკამენტების შეძენა, აცრილი მხოლოდ 2%-ია, იმ პირობებში როცა პრევენციას მინიმუმ მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია სჭირდება, რის იმედად იქცევიან ადამიანები ასე დაუცველად?

საოცრებები მედიცინაში არ ხდება. არც ვირუსებს აქვთ ჩვევა უცებ გადაწყვიტონ აღარ გავრცელდნენ, ან არ დააავადონ, ან ყველა დაავადებული მაგიურად, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. მეტიც, კორონავირუსის დღეს არსებული ვარიანტები უფრო საშიშია ვიდრე მისი პირველი ვერსია.

ყველა ვინც სრულად უგულვებელყოფს პრევენციის წესებს, იმ პირობებში რაც დღეს საქართველოშია, პოტენციური მკვლელია. უპასუხისმგებლობის გამო გართულებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეწირებიან ადამიანები, ვისაც კიდევ მრავალი წელი შეეძლოთ ეცოცხლა რომ არა კოვიდი, მათ შორის ბავშვებიც..."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42