რუსული მითები და ხელისუფლების გახანგრძლივება - "ორი ბანაკი ომობს - "ლიბერასტები" და "ქართული ფასეულობების მცველნი“... არავის ახსოვს ოკუპაცია... ერი ლგბტ უფლებებისვის სისხლისმღვრელ ომშია ჩაბმული“
პოლიტიკა - 15:53, 10 Jul, 2021     2571
"რუსული მითები და ხელისუფლების გახანგრძლივება" - ამ საურით პუბლიცისტი და მწერალი ზურაბ ოდილავაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვრცელ წერილს აქვეყნებს

ვითარება, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით, აშკარად გასცდა ყოველგვარ საღ აზრს. არც პერსპექტივა ჩანს. გავახილოთ თვალი და დავფიქრდეთ, ეგებ ამ აბსურდის ტყეში ბილიკი მაინც მიიკლაკნება...

საქართველო გახლავთ რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპარეზი. საომარი მოქმედებები კლასიკური რუსული პროპაგანდისტული მითების მეშვეობით წარმოებს. დღეს ამგვარი მითები გახლავთ:

1. „რუსეთი არ არის ოკუპანტი, ის ერთმორწმუნე ძმაა და ომი იძულებით დაიწყო, ნამდვილი დამპყრობელი კი თურქეთია!“

ამ მითის თანახმად: თურქეთს ისტორიულად აქვს მიტაცებული საქართველოს მიწები, დღეს კი მან მიისაკუთრა დავითგარეჯა და „პლეხანოვი“ (ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანი, ირანი და თურქეთი ერთი და იგივეა), მიაქვს რიონის ხეობა, იყიდა აჭარა; ამავე დროს, იხსნება მუსლიმანური ცენტრები და მიმდინარეობს ივერიის სულიერი ოკუპაცია...

რა საინტერესოა არა – ყველგან პოსტსაბჭოეთში ოკუპანტი რუსეთია, ჩვენთან რატომაა თურქეთი?

2. „ლგბტქ“ მოძრაობის თემა“. მითის არსი: „დასავლეთს მოაქვს მართლმადიდებლური ცნობიერების წაშლა და გარყვნილება, სულ მალე კი ძირძველ ივერიაში „ლგბტქ“ დიქტატურა დამყარდება!“

აქ ერთი კითხვის დასმაც საკმარისია: სახელმწიფოში, რომელშიც არ ჩერდება „მცოცავი ოკუპაცია“ და იტაცებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ქვეყანა, რომლის მოსახლეობის ნახევარს მაინც არ აქვს სამუშაო და სიღარიბის ზღვარზეა, ასიათასობით ქალი კი საზღვარგარეთ გარბის, რომ როგორმე შვილები გამოკვებოს, ხოლო ახალგაზრდების უმრავლესობა ნარკომანიითა და აზარტული თამაშებით არის შეპყრობილი, აღარაფერს ვამბობ მოსამართლეთა კლანზე, პოლიციის თვითნებობაზე, ყოველდღიურობად ქცეულ შემაძრწუნებელ მკვლელობებსა (ქმარმა – ცოლი, შვილმა – მამა) და ჟურნალისტების ცემაზე... მოკლედ, ქვეყანაში, რომელშიც მილიონობით მოქალაქე დაუცველია, რატომღაც ამ ყველაფერზე ხმას არავინ იღებს და მთელი ერი სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის (რომლებიც მართლაც უკიდურეს შევიწროებას განიცდიან) სისხლისმღვრელ ომში არის ჩაბმული? ორივე მხარის თავგამოდება მხოლოდ ამ ჯგუფის გამო გასაოცარია, არა?

3. „ანტივაქსერული მოძრაობა“.

საქართველოში კოვიდის ეპიდემიის აფეთქების საშიშროებას მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს. ჩვენში არც მედიცინაა სათანადო დონეზე და არც შესაბამისი რესურსი გაგვაჩნია. მიუხედავად ამისა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა „ვირუსის „შემოგდების“ თეორიით“ ტკბება და კატეგორიულ უარს აცხადებს აცრაზე... მიზეზი? „საავადმყოფოები სავსეა ვაქცინაციისგან დაავადებულ-დახოცილებით!“

შევაჯამოთ. რუსული ჰიბრიდული ომის ძირითადი მეთოდია – „დაყავი და იბატონე“. მეთოდოლოგიის მიხედვით, სულ ორი, შეურიგებელი დოქტრინა ბატონობს – „ლიბერალიზმი“ და „ნაციონალიზმი“. ამის შემდეგ ხდება ორივე სწავლების უკიდურესი რადიკალიზაცია და ისინი თავის წინააღმდეგობად იქცევიან. ორი ბანაკი ომობს – ,,ულტრა-ლიბერალი გლობალისტები“ („ლიბერასტები“) და „ქართული ფასეულობების მცველნი“ (არაჯანსაღი, ლამის ფაშიზმამდე დაყვანილი პატრიოტიზმი).

ზემომოყვანილი მითების ტირაჟირებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – დასავლეთის დისკრედიტაცია და რუსეთის გაკეთილშობილება. შესაბამისად, „ლიბერასტები“ სამშობლოს დასავლურ გრანტებზე ყიდიან, ხოლო „მართლმადიდებელი რაინდები“ ივერიის გადასარჩენად იბრძვიან...

არავის ახსოვს ოკუპაცია, შიმშილი, გაჭირვება, ნარკომანია, კრიმინალი და უუფლებობა – ყველა „სამართლიან ომშია“ ჩაბმული. ასე ხდება ადამიანთა დაყოფა, მათში სრული დაბნეულობისა და ნიჰილიზმის დათესვა. ერი აღშფოთებისა და ღირებული ნაციონალური იდეის გარშემო გაერთიანების უნარს კარგავს. ასე წარმოებს რუსული პროპაგანდისტული მითების მეშვეობით ძალაუფლების გახანგრძლივება...

P.S.

4. მთავარი ხრიკი – „ეკლესიის დისკრედიტაცია“.

არაფერია გასაკვირი, რომ ამ დაქცეულ ქვეყანაში ერი მხოლოდ ღმერთის იმედით სულდგმულობს და დიდი უმრავლესობისთვის ეკლესია არის ერთადერთი ნავსაყუდელი, რომელშიც ადამიანები თავს ოდნავ დაცულად გრძნობენ – აქ მათ ვიღაც უსმენს და ანუგეშებს მაინც...

თითქოს სრულიად ცხადი უნდა იყოს, რომ იერარქების თავაშვებული გინება, ყოველდღე ახალი, ხშირად ლიტონი, დაუმტკიცებელი ბრალდებების წაყენება, მხოლოდ „ლიბერალების“ საბოლოო დემონიზირებას იწვევს... არა, პრაგმატული არგუმენტები უძლურია, მთავარია „პროგრესულობით“ თავის გამოჩენა!

დღეს გადამწყვეტია არა იმდენად თავად სიმართლე, არამედ ის, თუ ვინ ახმოვანებს მას. ჩვენი ლიბერალების ავტორიტეტი და სანდოობა კი, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკას ვერ უძლებს.

შედეგი, უკვე მერამდენედ ერთია – ცინიზმი და მასხრად აგდება შობს საპასუხო აგრესიას. აღარ აქვს მნიშვნელობა საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო სამღვდელოების კრიტიკა, მოსახლეობის თვალში „შენ“ ხარ სამშობლოს მტერი და მორჩა!

მგონი, ტყეში საცალფეხო გზა მაინც გამოჩნდა... ასე რომ, დასკვნები ყველამ თავად გამოიტანოს...

ზ.ო. – 2021, ივლისი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42