აშშ-მ დიდი სამუშაო შეასრულა სამართალდამცველების მიერ აქციების მართვის უნარების გაუმჯობესებისათვის. ამიტომ, იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული მაშინ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა", - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს დღე იყო საქართველოსთვის იმედგაცრუების დღე, რადგან ეს ქვეყანა ცნობილია ადამიანის უფლებების დაცვით და ტოლერანტობით.
"დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა არც ერთ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის და ბევრმა ადამიანმა უკვე გააკეთა კომენტარი. თუ რაოდენ განსაცვიფრებელი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანამ, რომელიც ზოგადად ცნობილია ადამიანის უფლებები დაცვით, ტოლერანტობით, უკან დაიხია ამ ღირებულებების კუთხით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსი ელოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალადობის დაგმობას და სამწუხაროდ იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა.
მასალის გამოყენების პირობები