კომპანია “აჭარაბეთის” საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, 11 ივლისს რაიან ჰოლის დაუპირისპირდება.
ქართველი მებრძოლიUFC-ში მესამედ ჩხუბობს, ილიამ ორი დომინანტური გამარჯვება უკვე მოიპოვა. მისი დებიუტი გასულ ოქტომბერში შედგა, როცა იუსუფ ზალალთან ბრძოლას ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე დათანხმდა. ილიამ ზალალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო რვა კვირის შემდეგ, დეიმონ ჯექსონი პირველ რაუნდში დაანოკაუტა.
ილია თოფურიასა და რაიან ჰოლის ორთაბრძოლა 11 ივლისს, UFC 264-ზე გაიმართება და ორთაბრძოლის ხილვა 04:00 საათიდან ექსკლუზიურად, მხოლოდ adjarasport.tv-ზე იქნება შესაძლებელი.
კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.
„აჭარაბეთი” ილიას ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს!
მასალის გამოყენების პირობები