ბათუმში, ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან გამვლელებმა არასრულწლოვანთა შორის გარყვნილი ქმედების ფაქტი დააფიქსირეს.
დაზარალებულია 10 წლის მოზარდი რომელსაც ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დაკითხულია სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი.
მეოთხეკლასელი ბიჭის დედა ყვება, რომ მისი შვილი სავარაუდო მოძალადეს იცნობს. დედა ამბობს, რომ საჯარო სკოლის შენობასთან ადგილობრივმა მისი შვილი შიშველი სხვა არასრულწლოვანთან ერთად დაინახა და ფაქტის შესახებ თვითმხილველმა მოზარდის ოჯახსა და მანდატურის სამსახურს აცნობა.
მოზარდი მოწმის სახით უკვე გამოიკითხა. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის და ამ დრომდე არც სამართალდამცველებს დაუკითხავთ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები