აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საუბარი შეეხო სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების განახლებას, ასევე კიბერთავდასხმებს რუსეთში მყოფი დამნაშავეების მხრიდან.
„პრეზიდენტებმა მაღალი შეფასება მისცეს მათი გუნდების ერთობლივ მუშაობას რუსეთ-ამერიკის სამიტის შემდეგ, რომელმაც შედეგად მოიტანა ის, რომ დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში მოხერხდა ერთხმად განახლებულიყო ტრანსსასაზღვრო ჰუმანიტრაული დახმარება სირიისთვის.
პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან ასევე ისაუბრა საზიანო პროგრამების გამოყენებით მიმდინარე კიბერთავდასხმების შესახებ, რომლებსაც რუსეთში მყოფი დამნაშავეები ახორციელებენ, რამაც გავლენა მოახდინა აშშ-სა სხვა ქვეყნებზე“, - წერია თეთრი სახლის პრესრელიზში.
მასალის გამოყენების პირობები






