კუბოების ტენდერი მუნიციპალიტეტებში: „წელს ასზე მეტი დაგვჭირდა...“
საზოგადოება - 18:42, 19 Dec, 2013     4981

თბილისის მუნიციპალიტეტებმა კუბოების ტენდერი გამოაცხადეს. წლების განმავლობაში არსებული ეს ტრადიცია წელსაც ძალაშია: ამ გზით შეძენილ კუბოებს მუნიციპალიტეტები იმ ოჯახებს გადასცემენ, რომლებიც უმწეო და გაჭირვებულები არიან და რომელთა წევრიც, მომავალ წელს, შესაძლოა გარდაიცვალოს.

ტენდერი უკვე გამოაცხადა გლდანის მუნიციპალიტეტმა. ვებ-გვერდზე, სადაც განცხადებაა გამოქვეყნებული, შესასყიდი ობიექტის ნუსხაში მითითებულია:

“კუბო (ჩასასვენებელი) ტრადიციული, წიფელის, სტანდარტული ზომის, გამოკრული სარჩულით, სუდარით”.

„ნიუპოსტმა“ უშუალოდ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსთან საუბარში გაარკვია, რომ ერთი ცალი კუბოს შესასყიდი ზედა ზღვარი 250 ლარია, შემდეგ ვაჭრობა ცხადდება და პრიორიტეტი მიენიჭება იმას, ვის მიერ შემოთავაზებული ფასი და პირობები უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდება:

„განცხადებაში 70 ჩასასვენებელია მითითებული, იმის გათვალისწინებით, რომ წელს 100-ზე მეტი დაგვჭირდა. პრიორიტეტს ვანიჭებთ იმას, რომ საქონელი მოთხოვნისთანავე იყოს მოწოდებული, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 31 დეკემბრამდეა, რათა საჭიროების შემთხვევაში, შემაფერხებელი გარემოება არ აღმოჩნდეს ის, რომ ხელშეკრულება არ არსებობს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბარში გლდანის მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბეშიძემ.

მისივე თქმით, კუბოების შეძენა საბითუმო წესით არ ხდება და მისი მიწოდება წლის განმავლობაში, განცხადების შემოსვლის შემდეგ მოხდება:

„ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს, მაგრამ თუ უფრო მეტი გახდება საჭირო, ეს ფორმალობა მაშინვე მოგვარდება - განცხადებაში მითითებული სავარაუდო რაოდენობა, ცხადია, ზუსტი ვერ იქნება. ხოლო თუ ისე მოხდა, რომ ნაკლები ჩასასვენებელი გახდა საჭირო, რასაკვირველია, ნაკლები თანხა დაიხარჯება“, - თქვა ბეშიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ტენდერი არამარტო გლდანის, თბილისის სხვა მუნიციპალიტეტებშიცაა გამოცხადებული.

გლდანის მუნიციპალიტეტის სატენდერო განაცხადში 70 კუბოს შეძენის სავარაუდო თანხად 17.500 ლარია მითითებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42