"დემაგოგიის კლასიკა გვაჩვენეთ წეღან" - პარლამენტში დეკანოიძესა და თალაკვაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პოლიტიკა - 17:31, 09 Jul, 2021     1382

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სიტყვირი დაპირისპირება მოხდა. ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ მოსამართლეებისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდდატების შერჩევის პროცესის შეჩერება მოითხოვა. მისი განმარტებით, ეს ორი საკითხი პროცესების მაღალ ტემპერატურაზე აყვანას გამოიწვევს:

"კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. იცით, არ შემოიტანოთ სხდომაზე კენჭისყრაზე მოსამართლეობის კანდიდატურები, რომლებიც განხილვაზე წარმოდგენილი იყო და ჩვენ არ ვმონაწილეობდით. მეორე - აქედანვე მინდა, მოვუწოდო ყველას, მათ შორის, უმრავლესობას, კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს ცესკო-ს ის 2 კანდიდატურა, რომელსაც ასევე სამოქალაქო საზოგადოება არ აფასებს ისე, როგორც უნდა შეფასდეს. ისინი არ არიან დამოუკიდებელი კანდიდატები, ამიტომ ჩვენი პოზიციაა 2 საკითხი, რომელიც ეხება მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება და ცესკო-ს თავმდჯომარეობაზე ამ 2 ადამიანის წარდგენა. ეს იქნება ის, რაც გამოიწვევს პროცესების მაღალ ტემპერატურაზე აყვანას", - მიმართა დეკანოიძემ მმართველ პარტიას.

დეკანოიძეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და უთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მოსამართლეების დანიშნვა კონკურსის გარეშე ხდებოდა. მან ოპონენტები არადემოკრატიული პროცესების მართვაში დაადანაშაულა:

"სიმართლე გახლავთ ის რომ მოსამართლეების დანიშვნა და დამტკიცება მაშინ როცა თქვენ პასუხისმგებლობაში იყო, ხდებოდა ყოველგვარი კონკურსის გარეშე ხდებოდა, შერჩევის, გასაუბრების, ჩართულობის გარეშე, წარდგენით და მდუმარე დამტკიცების პროცედურით, რომელიც ეთანხმებით ალბათ რომ არ იყო დემოკრატიული, თქვენ არადემოკრატიულად აკეთებდით ამას. თქვენ რომ სასამართლოზე იყავით პასუხისმგებელი, იმ სასამართლოში 100-დან 99 მოქალაქე ყოველთვის იყო მტყუანი, ანუ სახელმწიფო მოქალაქეებს ეუბნებოდა თქვენ არასოდეს არ ხართ მართალიო", - მიმართა თალაკვაძემ დეკანოიძეს, რაზეც ოპოზიციის ლიდერმა განუცხადა, რომ ოცნების დეპუტატმა კლასიკური დემაგოგია აჩვენა:

"რა დემაგოგიაა, დემაგოგიის კლასიკა გვაჩვენეთ წეღან" - უთხრა დეკანოიძემ თალაკვაძეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42