წინ ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს, ის ციფრები, რაც ბოლო დღეებში ვლინდება, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, მათ მიღმა კორონავირუსის დელტა ვარიანტი დგას - ჩხაიძე
COVID-19 - 16:51, 09 Jul, 2021     1309

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის ეს ტემპი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შენელებას ხელს ვერ შეუწყობს და საქართველო ვერ მოასწრებს, აგვისტოში უსაფრთხო გარემოს შექმნას. როგორც მან აღნიშნა, გავრცელების ტემპი მიუთითებს იმაზე, რომ, მათ მიღმა ე.წ. ინდური შტამი იყოს. ჩხაიძის განმარტებით, საჭროა ორჯერადი ვაქცინაცია, რათა პროცესი შენელდეს:

"დელტა ვარიანტმა ბევრ ქვეყანაში ჩაანაცვლა ბრიტანული ვარიანტი - დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში. ასევე მოხდება საქართველოშიც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით. აგვისტოში დელტა ვარიანტი გახდება დომინანტური საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული მისი სწრაფი გავრცელებით, ახალგაზრდებში გავრცელებით, 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გავრცელებით. ასე რომ, წინ ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს და ის ციფრები, რაც ბოლო კვირების და დღეებში ვლინდება, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა მათ მიღმა კორონავირუსის დელტა ვარიანტი დგას.

ახლა არის სწორედ ის პერიოდი, როცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ ამ ვარიანტის გავრცელების პიკისთვის. თუ პიკი აგვისტოს თვეში იქნება, ერთი თვე გვაქვს კიდევ წინ, რომ ქვეყანა მეტ-ნაკლებად მომზადებულად შეხვდეს ამ შემთხვევების მატებას.

ორჯერადი ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, როგორმე შევაჩეროთ დელტა ვარიანტის გავრცელება.

სამწუხაროდ, საქართველოში ამ კუთხით არც თუ სახარბიელო ვითარება გვაქვს. მხოლოდ 110 ათასი ადამიანია ორჯერადად ვაქცინირებული, ამიტომ, იმედი, რომ ჩვენ მივაღწევთ 30-40%-იან მოცვას ორმაგი აცრით, რა თქმა უნდა, არ გვაქვს.

ეს ის მარტივი და უნივერსალური გზა, მცირედ, მაგრამ მაინც შევაფერხოთ დელტა შტამის გავრცელება ქვეყანაში. ჩვენ ვერ მოვასწრებთ, ვაქიცნით აგვისტო საქართველოში იყოს უსაფრთხო. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვაქცინაცია ფართო მასშტაბით უნდა იყოს ქვეყანაში, რაც სამწუხაროდ, არ გვაქვს. ის რიცხვები, რაც 5 ივლისის შემდეგ გვაქვს, რაც გამოცხადდა მასშტაბური ვაქცინცია ქვეყანაში, შორს არის იმ რიცხვისგან, რაც გამოცხადდა. დღეში 15-20 ათასი ვაქცინირებულის ნაცვლად ჩვენ გვაქვს 5-6 ათასი ვაქცინირებული" - განაცხადა ჩხაიძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42