ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი, კომისიის მიერ ცესკოს თავჯდომარეობის კანდიდატების შერჩევას ეხმაურება.
წერეთლის თქმით, კომისიის გადაწყვეტილება ცესკოს თავჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით არის ის, რაც ქართულ ოცნებას სურდა.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ ორი კონკრეტული კანდიდატიდან რომელიმეს არჩევა გაართულებს ვითარებას და არ შეუწყობს ხელს შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტების იმპლემენტაციას.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გადაწყვეტილებები ცესკოს თავჯდომარესთან დაკავშირებით არის პრაქტიკულად ის, რაც სურს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ პროგნოზი, რომ ამგვარი შერჩევა მოხდებოდა სწორედ ისე, რომ სასურველი კანდიდატები ყოფილიყვნენ და არიან ის ადამიანები, ვინც ცესკო-ში პრაქტიკულად ხელმძღვანელობდნენ მთელ ამ პროცესს, რაც უკავშირდება ამ წინა ყველაზე ცუდად ჩატარებულ არჩევნებს ბევრი შეფასებით.
ამიტომ, ახლა იმისათვის, რომ საერთოდ არ დასრულდეს შარლ მიშელის შეთანხმების ამ ნაწილში ნებისმიერი იმედი იმისა, რომ რაღაც გაუმჯობესდება და არ მოხდეს ისე, რომ დამტკიცდეს ცესკოს თავჯდომარეობის კანდიდატი, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას, ეს არ უნდა მოხდეს.
შესაბამისად, არ უნდა იქნას ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული და როგორმე უნდა იყოს მცდელობა იმისა, რომ მოხერხდეს დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევა, ვინც იქნება ნდობით აღჭურვილი და ჩაატარებს ამგვარად საარჩევნო პროცესს“ - განაცხადა წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები