დაუდგენელი მიზეზით არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის საქმეზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 14:26, 09 Jul, 2021     1640

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პოლიციის შენობის მესამე სართულიდან მამაკაცის გადმოვარდნის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც იმ საგამოძიებო მოქმედებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე შექმნილი სურათის შესახებ აღწერს, რაც მომხდარს უკავშირდება. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დაშავებული მამაკაცის ოჯახი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს:

"2021 წლის 16 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან ლ.გ.-ს გადმოხტომის ფაქტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

გამოძიების დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დაუყოვნებლივ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ადგილმდებარეობა; ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები; მოწმის სახით გამოიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, მათ შორის, ფაქტის შემსწრე პოლიციის თანამშრომლები; გამოთხოვილი და დათვალიერებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებზეც სრულად არის აღბეჭდილი პოლიციის შენობაში განვითარებული მოვლენები; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებსა და ობიექტებზე დაინიშნა კომპლექსური (გენეტიკური, ბიოლოგიური, ქიმიური და ტრასოლოგიური) ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნები ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

გამოძიების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 ივნისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობაში ლ.გ. იმყოფებოდა ყოფილ მეუღლესთან ერთად. პოლიციის შენობის მესამე სართულზე, საერთო სივრცეში, პოლიციის მუშაკების მიერ, დგებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია ლ.გ.-სა და მისი ყოფილი მეუღლის მონაწილეობით. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაბამისი დოკუმენტების შევსების პროცესში, დაახლოებით 20:50 საათზე, ლ.გ.-მ ითხოვა ნებართვა საპირფარეშოში გასასვლელად. ლ.გ. მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, ხოლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გაიქცა აივნის მიმართულებით და გადახტა აივნიდან. აღნიშნული დასტურდება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომლებზეც სრულადაა აღბეჭდილი ლ.გ.-ს პოლიციის დაწესებულებაში გადაადგილება. ჩანაწერებში აღბეჭდილი სურათი თანხვედრაშია პოლიციის დაწესებულებაში მყოფი მოწმეების ჩვენებებთან.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია გამოძიების მიმდინარეობს დროს სავარაუდო მსხვერპლთან, მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, არაერთხელ სცადა კომუნიკაცია ლ.გ.-ს ოჯახის წევრებთან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თუმცა ისინი დაუდგენელი მიზეზით არ გამოხატავდნენ გამოძიებასთან კომუნიკაციის სურვილს და არ ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ექსპერტიზის დასკვნების მიღებისა და შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ, სისხლის სამართლის საქმეზე დადგება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დაშავებული ლევან გაჩეჩილაძის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი პოლიციის შენობიდან განზრახ გადმოაგდეს და სამართალდამცველებს ამაში ფული ჰქონდათ აღებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42