გორში მდებარე გაზგასამართი სადგური, რომელზეც წუხელ აფეთზება მოხდა, გახარიას გუნდის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის საკუთრებაა. ბოლო პერიოდში ყოფილი პრემიერის გუნდის მიმართ განხორციელებული ქმედებები აჩენს ეჭვს, რომ მომხდარი შესაძლოა მიზანმიმართული დივერსია ყოფილიყო.
პარტია "საქართველოსთვის" წევრები მიიჩნევენ, რომ მტკიცებულებების გარეშე მომხდართან პოლიტიკურ კავშირზე ვერ ისაუბრებენ:
"ზოგადად ჩვენ გუნდს არ ახასიათებს ზოგადად, დასაბუთების, ფაქტებისა და მყარი არგუმენტაციის გარეშე საუბარი. ამიტომ, ახლა იმის თქმა, რომ ეს რაღაც პოლიტიკური ნიშნითაა გაკეთებული არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი. ამიტომ, დაველოდოთ", - განაცხადა პარტიის წევრმა ანა ბუუკურმა.
შეგახსენებთ, გუშინ გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად სამი პირი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის მგომარეობა კი მძიმეა. მას სხეულის 55%-ანი დამწვრობა, სასუნთქი გზების დაზიანება და დამწვრობითი შოკი აღენიშნება.
მასალის გამოყენების პირობები