ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განცოხრიელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საქმე ეხება ტვ პირველისა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმებს.
საქმის მოსამართლემ რომან ხორავამ პროცესზე განაცხადა, რომ ძალადობრივი ქმედებები, რომლებსად დაკავებულების მხრიდან ჰქონდა ადგილი, წრმოადგენს სრულ სიბნელეს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას:
„მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, - განაცხადა ხორავამ.
მასალის გამოყენების პირობები