ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე - პოლიციის უმოქმედობის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია და მომხდარს გმობს.
გომელაურის თქმით, იგი ვერ წარმოიდგენდა, თუ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა".
"ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და რა თქმა უნდა, ვგმობ არამარტო ჟურნალისტებზე, ნებისმიერ მოქალაქეზე და მით უმეტეს ჟურნალისტებზე.
აქ იყო გათვლა, რომ ეს ორი ძალა - მარში, რომელსაც უნდა ჩაევლო რუსთაველზე და მეორე მხარე, ერთმანეთს არ დაპირისპირებოდა. 6 საათზე ველოდებოდით ამ ადამიანების შეკრებას, ზუსტი დრო და ადგილი, სამწუხაროდ, არ გვითხრეს, სად უნდა შეკრებილიყვნენ. შემდეგ თქვეს ფილარმონია. ფილარმონიასთან მობილიზებული იყვნენ რადიკალური ძალები და იყო განკუთვნილი ძალები, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ შეჯახებოდნენ და ძალადობა არ მომხდარიყო. ის, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, არც გვიფიქრია. პირდაპირ გეუბნებით, ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა, მაგას ვერავინ წარმოიდგენდა", - თქვა გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები