ქართული ნეპოტიზმის ტრადიცია სასამართლოში - მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი კოლეგა ანა გოგიშვილის ბიზნესს ლობირებს
პოლიტიკა - 11:48, 09 Jul, 2021     1462

უპრეცედენტო საქმე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ანა გოგიშვილის შვილი იმ კომპანიას უჩივის, რომელთანაც არ სიტყვიერი შეთანხმება აქვს და არც - ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულება. კერძოდ, ლაპარაკია შპს „ბერქაი ენდ ბეიაზით“-ზე, რომელიც საქართველოში უცხოელი ინვესტორის მიერ დაფუძნებული საწარმოა და რომლის საქმიანობის საგანს ადგილობრივი და საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები წარმოადგენს.

ცნობისთვის: რომ კომპანია საქმიანობას საკუთრებაში არსებული და ლიზინგით შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებს.

კომპანიის ცნობით, 2021 წლის თებერვალში, შპს „ბერქაი ენდ ბეიაზით“-ს თურქეთის ერთ-ერთი სატრანსპორტო სააგენტო დაუკავშირდადა ჰოლანდიიდან საქართველოში ტვირთის გადაზიდვის სასყიდლიანი მომსახურების გაწევა შესთავაზა. კერძოდ, ლაპარაკი იყო ჰოლანდიური კომპანიის დაკვეთით, საქართველოში რეგისტრირებული შპს „კატლეიას“ კუთვნილი ტვირთის - ყვავილების საქართველოში სატრანსპორტო საშუალებით ჩამოტანაზე.

ჰოლანიურმა კომპანიამ, როგორც ირკვევა, შეარჩია სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სხვადასხვა სახეობის მცენარით დატვირთა და ავტომანქანა დალუქა, თუმცა ჰოლანდიური კომპანიის, ესე იგი, გამყიდველის ბრალეულობით (არასათანადო შეფუთვა), საქართველოში ტვირთი (სხვადასხვა სახეობის მცენარე), საქართველოში გაფუჭებული (გაყინული/გამხმარი) ჩამოვიდა.

2021 წლის მაისში, აღსრულების ეროვნული ბიურო შპს „ბერქაი ენდ ბეიაზით“-ს შეტყობინებას უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით, სარჩელი აღძრული. სარჩელის ფასი 394908 ლარს შეადგენს და ეს მაშინ, როცა ტვირთის ინვოსით ღირებულება 24000 ევროა.

მიმდინარე წლის 27 აპრილის განჩინებით, შპს „კატლეიას“ შუამდგომლობა კმაყოფილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს - შპს „ბერქაი ენდ ბეიაზით"-ს უნდა აეკრძალოს შპს “საქართველოს სალიზინგო კომპანიისგან“ ლიზინგით მიღებული სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობა, ხოლო ლიზინგით მიღებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა განთავსდეს შესაბამისად დაცულ სპეციალურ ავტოსადგომზე“. ამას გარდა, შპს „ბერქაი ენდ ბეიაზით“-ის საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო ანგარიშსა და ანაბრებს ყადაღა უნდა დაედოს.

2021 წლის 3 ივნისს, შპს „ბერქაი ენდ ბეიაზითი“-ს ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი შეაქვს. კანონით, სასამართლოს ეს საჩივარი 20 დღის ვადაში უნდა განეხილა, მაგრამ მოსარჩელე შპს „კატლეიამ“18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით კვლავ მიმართა და დამატებითი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა ეს შუამდგომლობ სრულად გაიზირა და წლის 21 ივნისს მიიღო განჩინება, სადაც ნათქვამია: „1) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს შპს „ბერქაი ენდ ბეიაზითის"(ს/ნ 445516031) იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე მოქმედ ნაღდი ფულის ბრუნვისათვის განკუთვნილ სალაროში არსებულ ეროვნულ და ყველა სახის უცხოურ ვალუტას 394 908.13 ლარის მოცულობით, ყადაღის დადების შესახებ განჩინების მიღების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არსებული შესაბამისი კურსით უცხოური ვალუტის შემთხვევაში, განჩინების გამოტანის მომენტიდან. 2. აეკრძალოს საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიულ პირს - შპს „ბერქაი ენდ ბეიაზითის“ (ს/ნ 445516031) ყველა სახის ვალუტაში ნაღდი ფულის ბრუნვისთვის განკუთვნილი სალაროს გამოყენება 394 908.13 ლარის ფაგლებში განჩინების მიღების დღიდან, გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საგადასახადო კოდექსით გათალისწინებული ვალდებულებებისა.“

როგორც დაზარალებულ კომპანიაში აცხადებენ, 2021 წლის 21 ივნისის განჩინება და სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელის მიერ ჯერ კიდევ წარდგენილი არ იყო სააღსრულებო ბიუროში, როცა მოსამართლემ ზაზა მარტიაშვილმა დაადგინა, რომ წინა დღით მიღებული განჩინება აღუსრულებელია და მომდევნო დღეს, ანუ 2021 წლის 22 ივნისს, დამატებით მიიღო კიდევ ერთი განჩინება.

საერთოდ, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი ამ საქმესში დაინტერესებული მხარეა, რადგან შპს „კატლეია“ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილთან ილინკება.

კერძოდ, შპს „კატლეია“-ს 100% წილის მესაკუთრე და დირქტორი ნიკოლოზ გოგიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილის შვილია. თავად. შპს „კატლეია“ კი მოსამართლე ანა გოგიშვილის კუთვნილ მისამართზეა რეგისტრირებული. ამასთან, შპს „კატლეიას“ ფაქტიური მესაკუთრე და მმართველი თავად მოსამართლე ანა გოგიშვილია. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელისა და შესაბამისი შუამდგომლობების ავტორიც სწორედ მოსამართლე ანა გოგიშვილია.

„ჯერ დავის განხილვა არ არის დაწყებული, მაგრამ მიღებული სამი განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაყადაღებულია და დალუქულია კომპანიის სარგებლობაში არსებული ა/სატრანსპორტო საშუალებები, სრულიად პარალიზებულია საქმიანობა, პარალიზებულია სალარო და საბანკო ანგარიშები, ყადაღაა გავრცელებული ყველა სახის მოთხოვნასა თუ უფლებებზე,“ - აცხადებენ შპს „ბერქაი ენდ ბეიაზით“-ში.

წყარო: cnews.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42