იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეოთხე დღეა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი მიმდინარეობს.
დღეს, კომიტეტი რიგით მეშვიდე და მერვე კანდიდატებს - ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს უსმენს.
კანდიდატებთან გასაუბრებისთვის, კომიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრული პროცედურის თანახმად, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ასევე აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.
პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.
იურდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და ხვალ, 10 ივლისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები