პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 9 ივლისის სხდომაზე 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და დასკვნას უახლოეს სესიაზე წარადგენს.
საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ამჯერად კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ასეთი პარლამენტის 52 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომლებმაც 31 არჩევნების შედეგების გამო, მეათე მოწვევის პარლამენტს რამდენიმეთვიანი ბოიკოტი გამოუცხადეს, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და შესაბამისად, იმ რაოდენობის გაცდენა დაუგროვდათ, რომ პარლამენტმა ახლა მათ უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელოს.
მასალის გამოყენების პირობები