„მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენებზე პირველ რიგში ხელისუფლებას, მაგრამ ამავდროულად ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება.
„ღმერთს რომ არ უნდოდეს, არც ლგბტ თემი იარსებებდა და საერთოდ, კაცობრიობა არ იარსებებდა. ყველა ვართ ღვთის შვილები და ამ ქვეყნის შვილები. მათი უფლებები კონსტიტუციითა გარანტირებული და არავინ არ უნდა ერჩოდეთ.
ხელისუფლება არის თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი, თუმცა ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა. საპატრიარქოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და პრაიდის ორგანიზატორებსაც. მე Facebook-ზე ვწერდი სტატუსებს და ვაპროტესტებდი. მეტი არაფერი მიქნია… არ იყო საკმარისი რა თქმა უნდა. თავი მოვჭერით ჩვენ ქვეყანას, ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოვდღლიზეთ. ტურიზმა ძლივს წამოყო თავი და ასობით და ათასობით ჯავშნები გაუქმდა იმავე ღამეს,” – განაცხადა ელისაშვილმა “ღამის კურიერში”.
მასალის გამოყენების პირობები