"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, დარწმუნებულია, რომ 5-6 ივლისის ძალადობის მიზანი არა უმცირესობების წინააღმდეგ გამოსვლა იყო, არამედ ოპოზიციის "ზალპქვეშ მოყოლა" და ოცნებობდნენ, რომ მელია იქ ყოფილიყო.
"ქართული ოცნების ოცნება იყო, მეორე დღეს მე იქ ვყოფილიყავი. თქვენ რას ფიქრობთ, ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო მართლა უმც-ირესობების განადგურების მიზნით? ეს იმ დღეს მთავარი სამიზნე არ იყო, იმ დღეს საარჩევნო კამპანია გახსნეს, სადაც ყველა ზალპქვეშ უნდა მოვყოლოდით. ეს პრელუდია იყო, ამიტომ მე მირჩევნია, ერთი, ორი, სამი, ოთხი, შეიძლება ათი ადამიანი გავანაწყენო, რომლებიც ჩემგან ელიან, რომ პრაქტიკულად ჩიპი დეილი ვარ, სახურავიდან პარაშუტით უნდა დავეშვა და ვიხსნა ტყვეობაში აყვანილი ადამიანები, მაგრამ უარესი იქნებოდა, ბევრად უარესი", - ამბობს მელია "ტვ პირველის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები