ბეჭდების მბრძანებელი და რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის მონაკვეთზე
პოზიცია - 18:14, 19 Nov, 2012     1630
არამედ მიშისტებისათვის "აბაროტის" აღების. ამ "აბაროტის" აღების მოლოდინში კი ძალიან ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც შეიძლება მომავალში ძვირად დაუჯდეს საქართველოს.
უკვე ყველას დაურიგდა, ზოგს "ნანატრი" და ზოგს იმაზე უფრო "დაბალი" თანამდებობეი, რომლებზეც "ოცნებობდნენ" .
უკვე აშკარად თვალშისაცემიც გახდაის ფერისცვალება რაც ყოფილმა ოპოებმა, და აწ უკვე პოებმა განიცადეს. ზოგი იმაზე მეტად გაიბღინძა ვიდრე მისი კანი აძლევს ამის საშუალებას, ზოგი კი, რომლებსაც სიტყვას ვერ შეაწყვეტინებდი-სიტყვაძუნწი გახდა, ისინი რომლებიც მიკროფონთან მოხვედრას და მთელს საქართველოსთვის საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებაზე ოცნებობდნენ არა მარტო აქუ.ტვ-დან, აგრეთვე სახვა არხებიდანაც-ჟურნალისტებს უკვე დამცინავად ესაუბრებიან და ჭკუას ასწავლიან. ამ "ფერიცვალების" ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. რას ვიზავთ, შეიცვალა დრო და შეიცვალა ხალხიც, და ამ ხალხის დამოკიდებულებაც მიმდინარე პროცესებისადმი.
თუმცა კი მკითხველო შენც თავად კარგად ხედავ ამ ყველაფერს, აანალიზებ ამ მოვლენებს. ისე დაგიწყე ყველაფრის ახსნა განმარტება, რომ სულ გადამავიწყდა ქართველების უნიკალური ფენომენი-ქართველების 98%-მა ხომ ყველაფერი იცის, ყველაფერში ერკვევა და ყველა საკითხში შეუძლია კვალიფიციური რჩევა-დარიგების მიცემა.
როგორ მინდა ჩემო მკითხველო რომ მეც შენსავით ამ 98%-ში ვიყო, მაგრამ რა ვქნა? ამ 2%-იდან ვერ ამოვეწერე, ეს ალბათ ჩემი ბიუჯეტის ბრალიცაა, ვერ სწვდება ჩემი ჯიბე რომ ორდიპლომიან ტაქსისტებთან სისტემატიურად კონსულტაციებზე ვიარო, მათ ლექციებს ვუსმინო: თუ რა ცხოვრება ჰქონდათ ადრე და მთავრობამ რა დღეში ჩაჰყარა ისინი, მერე რა რომ შეიძლება ეს ტაქსისტი სადღაც 20-25 წლის ყმაწვილი აღმოჩნდეს? მან უკვე იმდენი ნახა ამ საჭის ტრიალით, რომ მე 40 წლის ადამიანს არც დამესიზმრება.
25 წლის ყმაწვილი ისე დაწვრილებით მოჰყვება 37 მანეთიან ბილეთებზე და ამ პერიოდში ქართველების რუსეთში დროს ტარებაზე, რომ ეჭვიც კი შეიძლება შემეპაროს, ეს ნამდვილად 20-25 წლის ყმაწვილია თუ დაბადების მოწმობაში თარიღი შეცდომით უწერიათქო.
სწავლა სიბერემდეო ნათქვამია, ხოდა მეც ვსწავლობ შენგან ჩემო ძვირფასო 98%-იანში მოხვედრილო მკითხველო. ხოდა ამ სწავლა სწავლაში შეკითხვებიც მიჩნდება, მინდა რომ შენის დახმარებით იმ 2%-იდან ამოვიდე ვისაც შეკითხვები აქვს და ჩაეწეროს იმ 98%-ში, ვინც ყველაფერი იცის და ყველაფრის „პროფები“ არიან.
მინდა ჩემო ყოვლისმცოდნე მკითხველო შენი ყურადღება საქართველოს ყველაზე მტკივნეულ საკითხზე -ოკუპირებულ რეგიონებზე-გავამახვილო და შეკითხვები დაგისვა.
კერძოდ კი აფხაზეთზე და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის აღდგენაზე.
ნუ ის რაც უკვე არაერთხელ თქმულა თუ დაწერილა იმაზე, რომ ბერძენიშვილები, ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, არეშიზე და ალბათ სხვანიც (რატომღაც უმეტესობა რესპები არიან), ღიად აფიქსირებენ თავის დამოკიდებულებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობაზე, ყურადღებას აღარ გავამახვილებ, ნუ ეს თავადაც გექნება მოსმენილი და წაკითხული.
ხოდა ამასწინათ ერთ-ერთ იმ პირთაგან მქონდა საუბარი, რომელიც 98%-ის წარმომადგენელია, ვკითხე თუ რას ფიქრობდა ამ საკითხზე, იმა კი მოკლე და კონკრეტული პასუხი გამცა, რომ - „აფხაზეთის დამოუკიდებლობას ვერცერთი მთავრობა ვერ აღიარებს, რადგან ეს იმ მთავრობის წევრთა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებაო. უბრალოდ ჩვენ უნდა შევძლოთ რომ დავანახოთ აფხაზებს ჩვენი კეთილგანწყობაო. უნდა დავანახოთ სეპარატისტებს რომ საქართველოში ყველაფერი შეიცვალაო, უნდა ეკონომიკური ბერკეტები ავამოქმედოთო, ესაა ვაჭრობაო და რკინიგზიც აღდგენაცო“.
აუ გამეხარდა და რა გამეხარდა, ვლოცე და ვადიდე და კიდევ უფრო ამაღლდნენ 98%-ში ჩაწერილი ქარტველები ჩემს თვალწინ, ღმერთს იმას ვსაყვედურობდი ასეთი რა ცოდვა მადევს კისერზე რომ იმ არაფრისმცოდნე 2%-იან სასტავს ვერ ჩამოვშორდითქო.
დიდი იმედები ჩამისახა იმ პიროვნების სიტყვებმა, სამსახურშიც კი სულ მაგაზე ვფიქრობდი და უკვე წარმოვიდგინე კიდეც თუ რა მალე აუხდება ჩემს ნათესავებს (და არა მარტო მათ) ოცნება და დაუბრუნდებიან საკუთარ კარმიდამოს, საკუთარ სახლს.
ვიჯექი სამუშაო მაგიდასთან და უკვე ჩემი თავი იმ მატარებლის მგზავრი მეგონა რომელიც დეიდაშვილთან უნდა ჩავსულიყავი სოხუმში. თან სამსახურში ხელშეკრულებებზე ვაწერდი ხელს, ბეჭედს ვურტყავდი და თან ნეტარების მწვერვალზე ვიყავი-იმის წარმოდგენით რომ აი სულ მალე ჯერ-ჯერობით ოცნებაში და სულ მალე კი რეალში გავიგონებ დიქტორის ხმამაღალ ნათქვამს-„მატარებელი სოხუმი-თბილისი გადის პირველი ლიანდაგიდან“. უჰ სატვირთოს მატარებელი დაიძრა პირველი, ხალხმა ეგეც სოხუმში მიდისო, ღმერთო რას მოვესწარი. აგერ დაიძრა კიდევაც ჩვენი მატარებელი და უკვე სოხუმის გზას ვადგავართ მთელი ეშელონი, ვაგონში ისეთი განწყობა სუფევს რომ თითქოსდა ის ავადსახსენებელი ომი არ ყოფილიყოს, როგორც საერთოდ ხდება მატარებელში ყველამ ეცებ გამონახეს საერთო ენა და ყველამ თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო.
ეს ოხერი გზაც რა გაიწელა, ქუთაისში ძლივს შევედით, ეგრეა რა კაცს რომ სადღაც გეჩქარება. ცოტა ხანში გამცილებელმა გვახარა ზუგდიდში შევდივართო, გული ამოვარდნასაა ისე მიფეთქავს-არა ოცნებაში კი არა უკვე რეალურად რადგან ვიცი რომ მალე დადგება ეგ დრო (აბა 98%-იანი სასტავი ხომ არ მომატყვილებდა?). აგერ ტაატით დაიძრა მატარებელი და გეზი ენგურის ხიდისკენ აიღო, თვალებად ვიქეცი, გულ;ი ამოვარდნაზე მაქვს, ამდენი წლის განშორების შემდგომ აფხაზეთის მიწას ჩავეხუტები, ვიგრძენი რომ მთელი ვაგონის მგზავრებიც ასევე თვალებად იყვნენ გადაქცეულები.
ენგურის ხიდთან მატარებელმა სვლას შეანელა და ბოლოს გაჩერდა, ყველანი შევშფოთდით, მაგრამ გამცილებელმა დაგვამშვიდა სანერვიულო არაფერიაო, უბრალოდ ჩვეულებრივი პროცედურაა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულიო-საბუთებიუ მოამზადეთ მეტი არაფერიო. ყველანი დავწყნარდით. ჩვენს ვაგონში სასიამოვნო გარეგნობის 2 ახალგაზრდა ამოვიდა-ფორმაზე შევატყვეთ რომ აფხაზური მხარის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ სახე სულ უცინოდათ, ხან ერთთან მიდიოდნენ, საბუთებს ართმევდნენ, ალბათ უმოწმებენ, ჩემკენ ზურგით დადგნენ და მათ მოქმედებებს გარკვევით ვერ ვხედავდი. აგერ ჩემამდეც მოაღწიეს, გამიღიმეს და სუფთა ქართულით საბუითების წარმოდგენა მომთხოვეს, მეც გავუწოდე ჩემი პასპორტი, მათ პასპორტის ფურცელზე რაღაც დააკრეს, გამიღიმეს და ბეჭდის ჩარტყმასთან ერთად გაისმა სიტვები რუსულ ენაზე “ДОБРО ПОЖАЛОВАТ В РЕСПУБЛИКУ АПСНЫ“.
მოვკვდი, მოძრაობის უნარიუ დავკარგე, ვგრძნობ რომ გული გაჩერდა, ვიგრძენი რომ ეს უკვე ოცნებაში კი არა რეალურად ხდებოდა, რადგან ზუსტად ამ დროს გონებაში ამოტივტივდა ზაქარეიშვილის სიტყვები, სადაც ამბობს რომ „ის არ აპირებს ქართველებს შეუთანხმოს თავისი ნაბიჯები აფხაზეთთან მიმართებაში, რადგან ქართველმა ჟურნალისტებმა არ უნდა იცოდნენ აფხაზებზე ადრე თუ რას აპირებს ზაქარეიშვილი, რომ აფხაზეთის მონაკვეთზე აუცილებლად უნდა აღდგეს რკინიგზა“.

1 ბეჭედმა დამაბრუნა რეალობას, არადა ყველაფერი რა ადვილი სჩანდა, 1 ბეჭედმა ბეჭედი დაუსვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, და უკვე თვალნათლივ გამოჩნდა თუ რა შედეგებამდე მივალთ თუ რკინიგზა აღსდგება
საქართველოს უნდა თუ არა უნდა მოუწევს აფხაზის სეპოარატისტების ბეჭედის იურიდიულად ცნობა. რადგან ყოველ ეშელონის თანყოლილ საბუთს ექნება აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ბეჭედი დარტყმული, და ჩვენს სამსახურებს მოუწევთ მასზე თვალის დახუჭვა, მოუწევთ მათ მეჭდის გვერდით ქართული ბეჭდის დარტყმაც.
და ყველა მაგ ეშელონს ექნება 4 ბეჭდი დარტყმული: 1- რუსეთის, 2-სომხეთის, 3-საქართველოს და მე-4 აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის. და მათი სტრუქტურების-თუნდაც რკინიგზის სამმმართველოს ბეჭდის გვერდით საქართველოს ბეჭდის დარყმა ეს ნიშნავს აფხაზეთის ირიბ აღიარებას, მის ცნობას როგორც ტრანზიტული ქვეყნის.
ამ 1 ბეჭედმა დამანახა თუ ვინაა რეალურად ამ სიტუაციის ბატონ-პატრონი.
ორგანიზაციის ბეჭედი
1. ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს ბეჭედი.
2. ორგანიზაციის ბეჭდის დამზადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის გამგეობა, რომელიც ადგენს ბეჭდის ზომებსა და სხვა რეკვიზიტებს.
3. ორგანიზაციის მიერ გაცემულ დოკუმენტებზე, ან ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილ სხვა დოკუმენტებზე ორგანიზაციის ბეჭდის არსებობა, ან არარსებობა არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს და მას აქვს მხოლოდ დამატებითი დაცვითი ფუნქცია. დოკუმენტების ნამდვილობისათვის გადამწყვეტია ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერა.

მაინტერესებს როგორ წარმოუდგენიათ ჩვენს მთავრობის წარმომადგენლებს ამ სიტუაციიდან გამოსავალი? რეალურად რუსეთი ცდილობს რომ ირიბად გვაღიარებინოს აფხაზეთის სეპარ5ატისტული მთავრობა, რადგან იმ ეშელონს რომელიც სიტყვაზე რუსეთიდან სომხეთში წავა ექნება რუსეთის, საქართველოს, სომხეთის და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის სახელმწიფო სტრუქტურების ხელის-მოწერა და ბეჭედი, რომელის კანონიერებად ცნობას საქართველოს მმხარე მის იმავე საბუთში მის მიერვე დარტყმული ბეჭდით და ხელისმოწერით დაადასტურებს, იგივე აფხაზეთის სეპარატისტების ბეჭედი და ხელმოწერა გალეგიტიმურდება სომხეთისთვის და ყველა იმ სახელმწიფოსთვის რომლებიც ამ აღდგენილი რკინიგზით ისარგებლებენ.
თუ საქართველო რამე ისეთ ნაბიჯს გადადგავს რაც შეეწინააღმდეგება რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს მას შეუძლია შეაჩეროს ეს მიმოსვლა აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ბეჭდის არდარტყმით, რუსეთი გამოვა სუფთა-ის არ დაარღვევს არანაირ ხელშეკრულებასა თუ სხვა შეთანხმებებს, სამაგიეროდ რკინიგზის უფუნქციობას დააბრალებს სეპარატისტებს-რადგან მან სცნო მათი დამოუკიდებლობა, რადგან ის ყველგან ამბობს რომ აფხაზეთი არის ცალკე სახელმწიფო და ის ვერ ჩაერევა მის შიდა საქმეებში, რეალურად კი რუსეთს აქვს ის ბეჭედი, რომელიც მას ამ აღდგენილი რკინიზის ბატონ-პატრონად გახდის, ის არის იმ ბეჭდების მბრძანებელი რომელიც აფხაზების ირიბ აღიარებას გამოიწვევს.
შეიძლება ეხლა ვინმემ დამიწეროს რომ საერთაშორისო შეხვედრებზეც აწერენ აფხაზები და ქართველები ხელს ოფიციალურ დოკუმენტებსო, კი ბატონო-გეთანხმებით, ოღონდ იმედი მაქვს თავად ამ შეკითხვის პატრონი თავდ მიხვდება თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა იქ ხელმოპწერილ საბუთებზე და აფხაზ სეპარატისტებსისა და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთ დოკუმენტზე მოწერილ საბუთებს შორის.
გიორგი შარაშენიძე
სპეციალურად საინფორმაციო სააგენტო ნიუპოსტისათვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42