ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკაში განმარტეს, ერთ-ერთი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მედიკოსები ვარაუდობენ რომ მას ე.წ. ინდური შტამი აქვს:
"3 პაციენტი გვყავს მართვით სუნთქვაზე. ისინი კოვიდინფიცირებულები არიან. აქედან, 2 ორი თვის ჩვილია, ერთი - 2 კვირის ახალშობილი. მათგან ერთი 29 ივნისს შემოვიდა, დანარჩენები პირველ ივლისს.
ერთი ბავშვი აფხაზეთიდან გადმოყვანილია და რადგან იქ ძირითადად "დელტა" შტაბი ცირკულირებს, მისი სიმძიმის გამო ეჭვი გაჩნდა რომ საჭირო იყო ამ ბავშვის გამოკვლევა. მასთან "დელტა" შტამი არის, სავარაუდოდ. მათი მდგომარეობა მძიმეა. მიმდინარეობს მკურნალობა კოვიდინფექციის პროტოკოლის მიხედვით", - განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები






