ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა იმ პირთა სია გაავრცელა, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატები არიან. როგორც ირკვევა, უმრავლესობა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და ოცნების რიგებში მოიაზრება. ესენი არიან:
გია ცაცაშვილი - არის ცესკოში იმერეთის ოლქების კორდინატორი და ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი.
გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოში მუშაობდა იურისტად. 2020 წლის არჩევნების წინ დააწინაურეს და გახდა HR დეპარტამენტის უფროსი. არის ქართული ოცნების მიერ დანიშნული წევრის არჩილ ანასაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ცესკოს მდივნის გიორგი ჯავახიშვილის მეგობარი.
ასრულებს უკანონო პარტიულ დავალებებს, მაგალითად: 2020 წელს ენმ-ს მიერ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრის ცემა წინასწარ დაანონსა. აღნიშნულის შემდეგ განაცხადა რომ, ენმ-ს წევრი იყო დამნაშავე და სამართალდამცავებს უშუალოდ დაუკვეთა საქმის აღძვრა ენმ-ს წევრზე.
გიორგი სანტურიანი ცესკოში არის იურიდიული დეპარატამენტის უფროსი 2020 წელს არ განუხილავს არცერთი საჩივარი პირიქით მისი უშალო დავალებით მოხდა ოპოზიცური პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შეტანილი საჩივრების განუხილველად დატოვება.
ემზარ კაკულია - ქართული ოცნების პარტიული კადრი. ცესკოს წევრიც იყო თავისუფალი დემოკრატებიდან ქართული ოცნების კოალიციიდან.
თამაზ თაყაძე - ყოფილი მოსამართლე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გადაცდომების გამო დაითხოვეს სამსახურიდან. ჯერ გახდა ვაკის ოლქის წევრი, ამჟამად არის ცესკოს იურიდიული სამსახურის სპეციალისტი. უსიტყვოდ ასრულებდა ზემდგომების ბრძანებებს.
ინგა მათიაშვილი - არის კალაძის ბავშობის მეგობარი. ცესკოს საგრანტო ორგანიზაციის „კვაშირი 21 საუკუნის“ წარმომადგენელი.
ქეთევან მიქელაძე - ადრე მუშაობდა სამართლიან არჩევნებში, მერე იყო სამგორის ოლქის თავმჯდომარე. ამჟამად არის ცესკოს დაქირავებული ტრენერი.
გიორგი მარსაგიშვილი - კრწანისის ოლქის ყოფილი მოადგილე და მერე თავმჯდომარე, რომელმაც დაულუქავ მდგომარეობაში სამაგიდო სიები გაიტანა ცესკოში და შემდეგ დააბრუნა ოლქში და ამ დანაშაულის შემდეგ გადადგა. არის ცესკოს მოადგილის გიორგი შარაბიძის უახლოესი მეგობარი.
მაია ზარიძე - ცესკოს საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილება, კოორდინატორების უფროსი. ამ არჩევნებზე გამოიჩინა თავი და მეგობრობს ჯავახიშვილის მეუღლესთან
ვალერიან მაისურაძე - ადრე იყო ცესკოს იურისტი, მერე ცესკოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ბოლო ცვლილებების მერე ცესკოს მდივნის აპარატი ჩააბარეს. არის სუსის კადრი და ჯავახიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი.
ვილი პაჭკორია: ქართული ოცნების შემომწირველი 2013-2014 წლებში.
მასალის გამოყენების პირობები