ვარკეთილის დასახლებასა და დიდ დიღომში საზოგადოებრივი ცენტრები შენდება
პოლიტიკა - 13:40, 08 Jul, 2021     705

თბილისის ორ დიდ რაიონში, ვარკეთილის დასახლებასა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამგორის რაიონის ობიექტზე კონტრაქტორი კომპანიის მიერ შექმნილი პრობლემების გამო, თბილისის მერია ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტს, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი ტენდერს გამოაცხადებს.

„შპს „ალიანსს“ სამგორის რაიონში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადად 610 კალენდარული დღე, დასრულების თარიღად კი 2021 წლის 17 ივნისი განესაზღვრა. აღნიშნულ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სრული ღირებულების 25% - დაახლოებით, სამი მილიონი ლარი, რათა მოეხდინა მობილიზება და შეკვეთა წინასწარ გაეკეთებინა. პანდემიის დროს გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, კომპანია სარგებლობდა ყველა შეღავათით და დახმარებით მუნიციპალიტეტის მხრიდან, თუმცა, მან ვერ შეძლო სამუშაოები დროულად ეწარმოებინა. გარდა ამისა, ობიექტზე მუდმივად ფიქსირდებოდა მუშახელის და მასალების სიმცირე. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, ასევე, არაერთხელ იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქცია. დღეის მდგომარეობით, იმის ნაცვლად, რომ სამუშაოები დასრულებული იყოს, სამუშაოების ღირებულების 28%-ია ათვისებული. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დიდ დიღომში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ანალოგიური პროექტი ხორციელდება დიდ დიღომში, სკოლა „ფესვების“ მიმდებარედ, სადაც სამშენებლო პროცესი პროექტისა და გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს. აღნიშნული ობიექტის სამშენებლო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. ეს ყოველივე მოწმობს, რომ მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, კეთილსინდისიერი კომპანიების მიერ მსგავსი ტიპის პროექტები შეუფერხებლად ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42