ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება
პოლიტიკა - 13:30, 08 Jul, 2021     609

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, პროექტი არ შეჩერებულა და ამ ეტაპზე, ისტორიული შენობის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ პანდემიამ მთელ ქვეყანაში და დედაქალაქშიც სერიოზული პრობლემები შექმნა. ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტზე უარის თქმა, დროებით შეჩერება და გადადება მოგვიწია, თუმცა, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, გარკვეული პროექტების განხორციელება გავაგრძელეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო კადეტთა კორპუსი. ეს არის მთაწმინდის რაიონში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული შენობა-ნაგებობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ინგრეოდა და მასში ცხოვრება შეუძლებელი იყო. ამ ეტაპზე, განხორციელდა შენობის ერთი ფლიგელის სადემონტაჟო სამუშაოები და არასადემონტაჟო ფლიგელის ავარიული ღიობების გამაგრება ლითონის კონსტრუქციებით. სამუშაოების ფარგლებში, დასრულდა ქვაბულის გამაგრება ლითონის კონსტრუქციით და ასევე, კონსტრუქციული გამაგრება ჩაუტარდა ისტორიულ სადარბაზოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ე.წ. კადეტთა კორპუსის ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 14 მილიონი ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 2023 წელს დასრულდება.

„სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა იერსახის შენარჩუნებით; გვიანი პერიოდის მინაშენების ნაცვლად, დაგეგმილია ახალი, თანამედროვე იერსახის მინაშენების მოწყობა; მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის სხვენი და მისი გადახურვა, თუმცა, არ იცვლება ახალი სხვენის ფორმა; კეთილმოეწყობა ეზო. პროექტისთვის, დაახლოებით, 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და დასრულების ვადა 2023 წლის პირველი კვარტალია. საკმაოდ დიდი შენობა-ნაგებობაა და სენსიტიური სამუშაოა, ძეგლის მნიშვნელობიდან და ავარიულობიდან გამომდინარე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42