კახა კალაძე: ის აგრესია და ძალადობა, რომელიც მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია
პოლიტიკა - 13:10, 08 Jul, 2021     748

თბილისის მერი კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს და რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.

„მინდა, მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება. ის აგრესია და ძალადობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს ძალადობას გმობს და როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, არავისთვის მისაღები არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყოს.

„ჩვენ, ყველამ ერთად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, წინწასული, დემოკრატიული და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, იყოს თავისუფალი, უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს ურთიერთპატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს, კიდევ უფრო განვითარდეს და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42