ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოში მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და ყოფნისთვის რუმინეთის მოქალაქეს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა
პოლიტიკა - 11:54, 08 Jul, 2021     743

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუმინეთის მოქალაქეს, რომელსაც ბრალი ყალბი საბუთების გამოყენებით მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და ყოფნისთვის პირობების შექმნისთვის ჰქონდა წარდგენილი, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულმა 2019 წელს საქართველოში ირანის მოქალაქე ჩამოიყვანა, აეროპორტში კი სხვა პირზე გაცემული პასპორტი გამოიყენა:

"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოში მიგრანტის უკანონოდ გადაყვანაში და უკანონოდ ყოფნისთვის პირობების შექმნაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანაში და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნაში ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.მ. დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 მაისს, რუმინეთის მოქალაქემ ჯ.მ.-მ სტამბული-თბილისის თვითმფრინავით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ირანის მოქალაქე ლ.ყ. საქართველოში ჩამოიყვანა, რომელმაც აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას ჯ.მ.-ს მიერ გადაცემული, იტალიის სახელმწიფოს მიერ სხვა პირზე გაცემული პასპორტი გამოიყენა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჯ.მ.-მ თბილისში და ქუთაისში ლ.ყ. სასტუმროებში საკუთარი ხარჯით დააბინავა. მოგვიანებით კი შეიძინა და ლ.ყ.-ს გადასცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთი და იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად სხვა პირის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა.

ვინაიდან ჯ.მ-ს უკვე გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას ბრალდება 2019 წლის 17 ივლისს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა). ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სამართალდამცველებმა ჯ.მ. 2019 წლის 2 აგვისტოს საბერძნეთის რესპუბლიკაში დააკავეს და 2020 წლის 11 ოქტომბერს მისი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამოძიებას ქმედით დახმარებას უწევდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული გამოძიების ბიურო, რისთვის მათ მადლობას ვუხდით" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42