SOLO-ს მხარდაჭერით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:42, 08 Jul, 2021     2207

SOLO-ს მხარდაჭერით მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი მთის თემატიკის საერთაშორისო ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში. ფესტივალი 15-19 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალი ერთმანეთში 2 საკონკურსო სექციას გააერთიანებს. ესაა: მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მთის თემატიკის ფილმები.

საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს სპეციალური სექცია ექნება. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია „ქართულ ფილმი“, რომელიც წელს ახლადაღდგენილი, უნიკალური ანიმაციური ფილმებით გაანებივრებს ფესტივალის სტუმრებს. ფილმის რესტავრატორი, ელია ფარსადანიშვილი ფესტივალზე სტუმრებს რესტავრაციის დეტალებზე მოუყვება და აჩვენებს თუ როგორ აღდგა ფილმი და მოვიდა მაყურებლამდე.

ფესტივალზე გამოვლინდება საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო მთის თემატიკის ფილმები. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ფესტივალზე ასევე დასახელდება ორი განსაკუთრებული პრიზის მფლობელი. ესენია: საუკეთესო კინომუსიკა, საუკეთესო კინომხატვრობა და ჟიურის სპეციალური პრიზი.

საკონკურსო ფილმებს 2 ქართველი და 3 უცხოელი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

„ჩვენთვის, ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია დგას და ამ მიზნით გადავწყვიტეთ, მთის თემატიკის ფილმების პრიზისთვის მიხეილ ხერგიანის სახელი მიგვენიჭებინა და ამით კიდევ ერთხელ მიგვეგო პატივი ამ გენიალური ადამიანისა და საოცარი სპორტსმენისადმი“,- განაცხადა კინოფესტივალის დამფუძნებელმა, ხათუნა ხუნდაძემ.

„SOLO ყოველთვის ცდილობს მხარი დაუჭიროს მნიშნველოვან და საინტერესო ღონისძიებებს. მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალი არ არის გამონაკლისი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საერთაშორისო ფესტივალი პირველად ჩატარდება. მასში კი მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონომაგნატები, როგორიცაა: ARRI და მისი შვილობილი კომპანია Playmaker და ARSENAL; კინოს და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი და კინოთეატრი, რომელსაც ბერლინალეს ფარგლებში საკუთარი საკონკურსო სექცია-ფორუმი აქვს. მესტიის ფესტივალზე ARSENAl სტუმრის სტატუსით და საკუთარი სექციით წარსდგება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ფესტივალის მონაწილეებს და ჩვენს თავსაც. წინ მართლაც საინტერესო სექტემბერი გველის“,- განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.

ფესტივალისთვის განსაკუთრებული პატივია ARSENAl-ის თანადგომა, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა ქართული კინოს საბჭოთა კინოსგან გამოყოფა, როცა მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, 1975 წელს, ბერლინში, კინოთეატრ „არსენალეში“ შესაძლებელი გახდა ქართული კინოს კვირეულის ჩატარება, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილის ფილმით - „დიდი მწვანე ველი“ - გაიხსნა და დაიბადა კიდეც გამოთქმა ”კინოს ქართული ფენომენი”.

მესტიის კინოფესტივალის დამფუძნებლები ა(ა)იპ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძეა.

უფრო მეტი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.mestiaff.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42