"ნიუპოსტის" ფოტოგრაფზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
სამართალი - 10:29, 08 Jul, 2021     1504

"ნიუპოსტის", ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის, "მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული 3 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება, სადაც დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებები და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ბრალდების მხარემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს სამივე დაკავებული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. ბრალდება, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლია, რაც ძალადობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია რბევა და ჯგუფური ძალადობა, ასევე დევნა პროფესიული ნიშნით, ჩადენილი ძალადობის მუქარით და ასევე ჟურნალისტური საქმიანობისადმი ხელისშეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით. ბრალდების მხარეს თავის შუამდგომლობაში დასაბუთებული აქვს სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული, რადგან ამის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.

ამ დროისთვის გამოკითხულია ათეულობით მოწმე, გვაქვს დათვალიერების, ჩხრეკის ოქმები, ასევე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს, ამ ეტაპზე პროკურატურას 23 დაზარალებული ჰყავს ცნობილი, ყველა ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით, ბრალი 3 პირს აქვს წარდგენილი, მაგრამ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ყველა ეპიზოდში, სადაც ძალადობა, ძალადობის მუქარა იყო, გამოძიება აქტიურ ფაზაშია",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის, "მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42