ქვეყანაში უკანონო ფარული მოსმენისა და ჩაწერის რიცხვი გაიზარდა
საზოგადოება - 10:12, 08 Jul, 2021     1360

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ასაჯაროებს კვლევას, რომელიც 2018-2020 წლებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობების წარდგენის, განხილვისა და დაკმაყოფილების, ასევე გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს მიმოიხილავს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია წერს, რომ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, კვლავ სერიოზული გამოწვევები არსებობს.

ორგანიზაციის კვლევაში ფარული მიყურადების კონკრეტულ საქმეებზეცაა საუბარი - კვლევაში მოხვდა 2021 წელს ანა დოლიძეზე განხორციელებული თვალთვალის ფაქტიც.

IDFI-ის თანახმად:

  • 2020 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით ჯამში 997 შუამდგომლობა განიხილეს. ამ შუამდგომლობების 62% თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა.
  • სააბონენტო ნომრებზე განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის რაოდენობა 2018 წლიდან თანდათანობით იზრდება და 2021 წლის პირველივე კვარტალში სოლიდურ ნიშნულს, წინა სრული წლის თითქმის ნახევარს - 2403-ს აღწევს.
  • 2018 წლიდან დღემდე სტაბილურად იზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გადაუდებელი აუცილებლობისას სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ პროკურატურიდან შესული შუამდგომლობების რაოდენობა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი ჯამში 36 იყო, 2019 წელს - 81, 2020 წელს - 107, ხოლო 2021 წლის პირველივე კვარტალში შუამდგომლობების რიცხვი უკვე 32-ს აღწევს.
  • სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის რაოდენობის პარალელურად, ბოლო წლებში გაიზარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შეჩერების მექანიზმის გამოყენების სიხშირეც. 2020 წელს ამ მექანიზმის გამოყენების ნიშნულმა 116-ს მიაღწია (115 მათგანი გამოყენებული იყო სასამართლოს განჩინებაზე, ხოლო 1 - პროკურორის დადგენილებაზე).
  • 2020 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და მოსმენასთან დაკავშირებული შუამდგომლობების სრულად დაკმაყოფილების ყველაზე მაღალი – 92%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2018 წელს შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 88%, ხოლო 2019 წელს 84% იყო.
  • 2020 წელს საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული 3442 შუამდგომლობა შევიდა. გასული წლების მსგავსად, შუამდგომლობათა ყველაზე დიდმა რაოდენობამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიყარა თავი.
  • წინა წელთან შედარებით, საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ შესულმა შუამდგომლობებმა მნიშვნელოვნად, 51%-ითდაიკლო. ასევე აღსანიშნავია ამ შუამდგომლობათა დაკმაყოფილების კლების ტენდენცია: 2018 წელს შუამდგომლობათა 95.7%, 2019 წელს 94.6%, ხოლო 2020 წელს 94.2% დაკმაყოფილდა.
  • 2018 წლის შემდგომ იზრდება განხილულ შუამდგომლობათა შორის გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობების პროცენტული წილი. 2018 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილული შუამდგომლობების მხოლოდ 1%-ს შეადგენდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობა, 2019 წელსპროცენტული წილი 4%-მდე, ხოლო 2020 წელს 6% -მდე გაიზარდა.
  • 2018 წელს ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობათა 92.6% დაკმაყოფილდა, 2019 წელს - 84.7%, ხოლო 2020 წელს ყველაზე მეტი - 98.5%.
  • სერიოზულ გამოწვევად რჩება ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და უკანონო მოსმენის ფაქტები და დამნაშავეთა დაუსჯელობა, რაც ცხადყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიების არარსებობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42