საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ კოვიდპანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოში იგივე შეცდომებს უშვებენ, როგორც შარშან, ოღონდ უარეს ფორმებში.
"ქვეყანაში შეზღუდვები მოიხსნა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში ვაქცინა ჩამოტანილი არ იყო. ჩვენ მივდივართ ჯოგური იმუნიტეტის გზით. მსოფლიოში ყველა მეცნიერი ამბობს, რომ ჯოგური იმუნიტეტი არ მუშაობს. ჩვენ ყველაფერს ისე უკუღმა ვაკეთებთ, შეიძლება, ქართული შტამიც მივიღოთ. ჩვენსავით არც ერთი ქვეყანა არ იქცევა.
საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერული დაწესებულება არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ის ეწევა საბოტაჟს და აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდეს.
რატომ არის NCDC აუღებელი ციხე-სიმაგრე?! უამრავი შეცდომა დაუშვეს და მხოლოდ ახლა შევიდა აუდიტი. აქამდე უნდა შესულიყო! ვაქცინაციის კამპანია არ წარმოებს, 22 სხვადასხვა „სოფტია“ შექმნილი და ვაქცინაციაზე დაცული სოფტი ვერ გააკეთეს.
ან ის რას ნიშნავს, NCDC-ის ხელმძღვანელი რომ გამოდის და აცხადებს, სანამ ხალხი არ იტყვის, არ წავალო?! ეს არჩევითი თანამდებობაა?! მაშინ, როგორც ამერიკაშია შერიფის არჩევა, ჩვენთანაც შემოვიღოთ წესად და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც და ჯანდაცვის მინისტრიც ავირჩიოთ. არ ვარ წინააღმდეგი" - ამბობს ფხაკაძე.
მასალის გამოყენების პირობები






