"ფლანგვის დეტექტორი" შსს-ში დასაქმებულთა ანაზღაურებისა და გამოუძიებელი საქმეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ თანამშრომელთა ხელფასი უწყებაში ყოველწლიურად იზრდება, გახსნილი საქმეების რაოდენობა კი სულ უფრო და უფრო იკლებს:
"2017-2021 წელს შსს-ს დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 3.5 მილიარდი ლარი დაიხარჯა.
სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და 2021 წლის მონაცემებით 30,500 ადამიანია დასაქმებული.
დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება აგრეთვე მუდმივად იზრდება და 2017-21 წლებში დაფინანსების 63%, 2.26 მილიარდი ლარი, ხელფასებში დაიხარჯა.
მიუხედავად ამისა, დანაშაულის რაოდენობაც იზრდება და 2017-დან 2019 წლამდე თითქმის გაორმაგდა, 2020-ის შეზღუდვებთან ერთად შემცირდა, თუმცა შემცირდა გახსნილი საქმეების პროცენტიც.
2017-2021 წლებში საქართველოში 241,106 დანაშაული დარეგისტრირდა, მაგრამ მათი მხოლოდ 38%, 92,689 დანაშაული არის გახსნილი" - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები