პროვოკაციები შედიოდა რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში - პრემიერი რადიკალური ჯგუფების თავდასხმებზე
პოლიტიკა - 18:19, 07 Jul, 2021     999

პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ჰარვეისთან შეხვედრის დროს მოძალადეების აქციაზე ისაუბრა და რადიკალური ჯგუფების მხრიდან ძალადობის ფაქტები ისევ ოპოზიციას დააბრალა. მისი თქმით, მიზანმიმართული პროვოკაცია ქვეყნისა და ეკლესიის იმიჯს აზიანებს:

"2-3 დღეს ამ ადამიანებს მიეცათ სხვა ლოკაცია, თბილისთან ახლოს, არავითარი შეფერხება არ ჰქონიათ. მაგრამ ჩვენმა ძალებმა შეაფასეს რისკები და საფრთხეები, რომლები მომდინარეობდა კონტრაქციის ორგანიზატორებისგან, ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ საჯაროდ, და მათ შორის მეც გამოვედი და მე მოვუწოდე, რომ არ იყო მიზანშეწონილი თბილისში, ცენტრში ამ მარშის ჩატარება, იმიტომ რომ ეს შეიცავდა დიდ რისკებს და არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ სხვა ადგილას, ისე როგორც მათ ჩაატარეს წინა დღეებში, ჩაეტარებინათ აღნიშნული ღონისძება და პოლიცია მათ დაიცავდა.

5 ივლისს 11 საათამდე დაიწყო მობილიზება, ქუჩაში გამოჩდნენ კონტრაქციის წარმომადგენლები და ზოგიერთი ყველაზე აგრესიულად განწყობილი თავს დაესხა ჟურნალისტებს.

ამით დააზიანეს, როგორც ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა, ამით ჩვენს ქვეყანას მოადგა ზიანი.

ჩემი შეფასებით, და ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს , ეს იყო გამიზნული პროვოკაცია ცალკეული ინდივიდების მიერ ჩადენილი ძალადობა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა ჯერ, მათი გათვლით, პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებას და შეჯახებას, რა თქმა უნდა დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, ეკლესიის იმიჯი და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის იმიჯიც. დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული არ შედიოდა, არც ეკლესიის არც ჩვენი მთავრობის არც, არც ჩვენი ხალხის ინტერესებში. ეს პროვოკაციები შედიოდა რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42