არ ვიცით, რის საფუძველზე დააკავეს და ამჟამად სად იმყოფება - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მაჩალიკაშვილზე
პოლიტიკა - 18:00, 07 Jul, 2021     1009

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ შსს-ს ამ დრომდე არ მიუწოდებია ინფორმაცია, რის საფუძველზე მოხდა მისი აყვანა. როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, მოძალადეები მაჩალიკაშვილის მისამართით იგინებოდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით ჯებირების გარღვევას ცდილობდნენ, პოლიციამ კი მისი ტერიტორიიდან გაყვანა სცადა. ამის შემდეგ მოხდა მაჩალიკაშვილის დაკავება, მისი ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია:

"დღეს დილიდან სახალხო დამცველის აპარატის დახმარებით გავიგეთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის N2 დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. ჩვენი ადვოკატები დაუყოვნებლივ შეხვდნენ ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილს იზოლატორში. შეხვედრისას ბატონმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ, რამდენად მისთვის ცნობილია, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით არის დაკავებული. მაჩალიკაშვილის თქმით, გუშინ ღამით იგეგმებოდა მისი ხელწერილით გათავისუფლება, თუმცა პოლიციამ ეს დაპირება მოგვიანებით რატომღაც შეცვალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის იმყოფებოდა ჩიტაძის ქუჩის ჩამოსასვლელთან, პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირებს მიღმა, აქციის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც რკინის ჯებირების მეორე მხარეს მყოფმა ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა მისი იდენტიფიცირება მოახდინეს, დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ცდილობდნენ ჯებირების გარღვევას მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ამ დროს მასთან გამოჩნდა პოლიცია და იფიქრა, რომ სამართალდამცავები საფრთხის შემცველი გარემოდან განრიდებას ცდილობდნენ. ამ პირობებში ცხადია, მას არანაირი წინააღმდეგობას პოლიციისთვის არ გაუწევია. მხოლოდ მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ პოლიციამ ის დაუსაბუთებლად დააკავა", - წერია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42