საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დახევის ფაქტის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საჭიროა, ვანდალიზმისთვის დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამ ბარბაროსულ ქმედებაში იღებდა მონაწილეობას:
"არანაირი ფაქტი ვანდალიზმისა და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი! ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები სრული მასშტაბით და ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში სამართლის წინაშე მთელი ძალით წარსდგება.
რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
მასალის გამოყენების პირობები