კახა კალაძე: განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ქვეყანაში ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან
პოლიტიკა - 17:36, 07 Jul, 2021     1064

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და განსხვავებული ორიენტაციის ან სარწმუნოების მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.

ამის შესახებ მან „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა.

„ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც „პრაიდთან“ დაკავშირებით შეკითხვა დამისვეს და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად „პრაიდის“ ჩატარება, ვერ წარმოიდგენთ რამხელა აგრესია მოჰყვა ამას. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვერასდროს ვერავინ ნახავს ჩემს ჰომოფობიურ განცხადებებს. მოდით, შევხედოთ რეალობას - განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, საზოგადოების ნაწილი არიან. წლების წინაც ასე იყო, ეს ადამიანები დღესაც არსებობენ და ალბათ, მომავალშიც იარსებებენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ ვართ - ორი ხელი აქვთ, ორი ფეხი, მუშაობენ, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არავინ აგდებს სამსახურიდან და ისევე სარგებლობენ იმ პროგრამებითა და სერვისებით, როგორც ჩვენ, ყველანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, არსებობს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს გააჩნია.

„არსებობს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აქვს ყველა ადამიანს, მაგრამ აქვე არსებობს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, შენი გამოხატვის თავისუფლებით, სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს. ეს ადამიანები არსებობენ და მათ ჩვეულებრივად აქვთ ცხოვრების შესაძლებლობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე , ჩვეულებრივად ცხოვრობენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მიმართულების პოპულარიზაცია, პროპაგანდა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ეს არის ჩემი მოსაზრება. როდესაც ეს განცხადება გავაკეთე, ვერ წარმოიდგენთ რამხელა აგრესია წამოვიდა. შემიძლია, გაჩვენოთ კონკრეტული შეურაცხმყოფელი შეტყობინებები. ეს დამოკიდებულება ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და საზოგადოებისთვის. ასეთი ძალების არსებობა და მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42