ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პოლიტიკა - 17:32, 07 Jul, 2021     763

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები, დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძის განცხადებით, გზის რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და მანჯგალაძის ქუჩაზე გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს.

„ეს ქუჩა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციები, ფაქტობრივად, განადგურებული იყო. შესაბამისად, სამუშაოების ფარგლებში მთლიანად ხდება ყველაფრის მოწესრიგება, რეაბილიტაცია, მთლიანად იცვლება წყალარინების ქსელი, წყლის მილები. ასევე, შემოსულია გაზის კომპანია. ეწყობა სანიაღვრე სისტემები. გარდა ამისა, მიწის ქვეშ ჩავა ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც ჰაერშია გამოკიდებული. ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება და ეს ქუჩა ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება. აქ უამრავი ადამიანი ცხოვრობს და მათი თხოვნა იყო ამ ქუჩის მოწესრიგება. დაახლოებით, ოქტომბერ-ნოემბერში, სამუშაოები მთლიანად უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მანჯგალაძის ქუჩაზე მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები. აღნიშნული სამუშაოები კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ქუჩის ნაწილში, 600-მეტრიან მონაკვეთში, უკვე დაასრულა.

ამ ეტაპზე, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს, ხოლო „თბილისი ენერჯის“ მიერ იცვლება გაზგაყვანილობის სისტემა.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1.2-კილომეტრიან საავტომობილო გზაზე დაიგება ახალი ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე არსებული ელ. ენერგიის გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე LED სანათები.

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქოს სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საქართველოს პარლამენტის და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42