რატომ ფიქრობენ ლევან ვასაძის რუსი მეგობრები, რომ საქართველო დამოუკიდებელი ცოტა ხნით გახდა და მისი ადგილი ისევ დიდ რუსეთშია
პოლიტიკა - 17:05, 07 Jul, 2021     3570
„რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა და განავითაროს ურთიერთობები ოსეთთან და აფხაზეთთან...ძლიერი მუშტის არსებობა კავკასიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. არა მხოლოდ ძალით, არამედ მოფერებითაც საჭიროა იქ პოზიციების გამყარება. არ არის საკმარისი მხოლოდ ელიტებთან მუშაობა, საჭიროა სახალხო დიპლომატიის განვითარება, პირდაპირი მიმართვა ადამიანებისადმი, საჭიროა ჰუმანიტარული ტექნოლოგიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა.“ ეს გახლავთ რუსი ექსპერტის კლაჩკოვის მოწოდება თავისი სახელმწიფოსადმი, მან ეს რუსული მედია რესურს „Царьград“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა. ექსპერტმა ასევე თქვა, რომ საჭიროა კავკასიური ქვეყნების ინტელიგენციის აღზრდა, საერთო ისტორიის პროპაგანდა...ზუსტი რეცეპტი კი იმისთვის, თუ როგორ უნდა აღზარდონ ჩვენი და სხვა კავკასიური ქვეყნების მოქალაქეები, უკვე დიდი ხანია დაწერილია, ინგრედიენტებიც მომზადებულია, ქვაბი დუღს. ამ ინგრედიენტებს შორის მხოლოდ ძალა და იარაღი არ არის, არამედ „მოფერება“, ხალხის ემოციებზე თამაში და მანიპულაციებია.


კერძთან რამდენიმე მზარეული დგას, რა თქმა უნდა შეფი ერთია.

ამ მრავალრიცხოვან წვრილ-წვრილ მზარეულებს შორის რუსული სპეცსამსახურები, მედია საშუალებები, ექსპერტები, იდეოლოგები, ტროლების ქარხნები და გავლენის აგენტები არიან...როგორი მეთოდებით მუშაობენ, როგორ ცდილობენ ჯერ ადამიანების გულების დაპყრობას და რა აკავშირებთ მათ საქართველოსთან, ამის შესახებ ფაქტებზე და მხოლოდ რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოგითხრობთ. ჯერ იმით დავიწყოთ, როგორ იმუშავეს მათ უკრაინაში, რომელიც ასევე რუსული ოკუპაციის და ანექსიის მსხვერპლი გახდა. გავეცნოთ ამ ინფორმაციას და მერე თავად გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა ამ „კერძის“ მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

დავიწყოთ, განსაკუთრებით საინტერესო პერსონაჟით- ეს რუსი ბიზნესმენი კონსტანტინე მალოფეევი.

რელიგიის მცოდნე დმიტრი გორევოი ასე ახასიათებს მას: „ის არის პატრიარქ კირილეს მოადგილე ორგანიზაციაში „მსოფლიო რუსული ეროვნული სობორო“. ეს არის კვაზი-რელიგიურ-პოლიტიკური მოედანი სხვა ქვეყნებზე გავლენების მოსახდენად, რუსული მიწების შესაკრებად და ისტორიული რუსეთის აღსადგენად, როგორც ისინი ამბობენ-მეორე საბჭოთა კავშირის შესაქმნელად.“

კონსტანტინე მალოფეევის ფიქრები საქართველოსგან არც თუ ისე შორსაა. ასეთივე ახლობელი იყო მისთვის უკრაინაც, იმდენად ახლობელი და საყვარელი, რომ მისმა „ვასილი დიდის ფონდმა“ 2014 წლის იანვარში ყირიმში ქრისტიანული სიწმინდე „მოგვებიც ძღვენი“ ჩაიტანა. ამ სიწმინდეებთან ერთად, ყირიმში ჩავიდა რუსული ჯგუფი თავად მალოფეევის ხელმძღვანელობით. ადგილზე ჩასვლისას, მათ არა მარტო მისცეს საშუალება უკრაინელ მართლმადიდებლებს სიწმინდეები მოელოცათ, არამედ მოლაპარაკებები გამართეს ყირიმის იმდროინდელ სპიკერთან ვლადიმირ კონსტანტინოვთან და პრორუს პოლიტიკოსთან სერგეი აქსიონოვთან. სიწმინდეების დაცვის ჯგუფს ხელმძღვანელობდა მალოფეევის დაცვის წევრი და ГРУ-ს პოლკოვნიკი იგორ გირკინი. აი, როგორ იხსენებდა შემდგომ თავად ბიზნესმენი ამ ვიზიტს: სევასტოპოლში მიდიხარ რიგთან და ეკითხები- „უკაცრავად, რისთვის უნდა ილოცოთ?“- პასუხია: „რა თქმა უნდა იმისთვის, რომ სევასტოპოლი რუსული გახდეს.“ და აი, ასეა მთელ რიგში. ყველა, ბავშვებიდან დაწყებული ბებიებით დამთავრებული, ამას ამბობდა. ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, ვერ დავიჯერებდი. რაც შეეხება ჩვენს მცირე როლს, ის მხოლოდ რელიგიურია. ამ სიწმინდეების ჩაბრძანებით, ადამიანებში იმედი ჩავსახეთ. ხოლო ის, რომ ჩემთან ერთად დუმის რამდენიმე დეპუტატი იყო, მერე რა. ისინი უბრალოდ მორწმუნეები არიან.“...გავიდა ერთი თვე და 2014 წლის თებერვალში, ნახევარკუნძულზე რუსული სპეცრაზმი შევიდა, ზემოთ ნახსენებმა აქსიონოვმა ადგილობრივი ხელისუფლება გადააყენა, უკრაინამ კი ყირიმი დაკარგა...კონსტანტინე მალოფეევის დაცვის წევრები იგორ სტრელკოვი და ალექსანდრ ბოროდაი ამასობაში აღმოსავლეთ უკრაინაში გადაისროლეს, სადაც ისინი დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის ხელმძღვანელები გახდნენ. „ვასილი დიდის ფონდმა“ იმხელა ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩადო უკრაინის ოკუპაციაში, ამის გამო ევროკავშირმა მალოფეევი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა. თუმცა, მან მაინც სიამაყით მიიღო ოკუპირებული ყირიმის რესპუბლიკისგან ორდენი-„ვაჟკაცობისთვის, პატრიოტიზმისთვის და პირადი წვლილის შეტანისთვის ყირიმის გაძლიერებაში“.

ამას გარდა, კონსტანტინე მალოფეევი 2019 წელს ბულგარეთში მომხდარი ჯაშუშური სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გახდა. ბულგარეთში არსებული ორგანიზაცია „რუსოფილი“ და მისი ლიდერი ნიკოლაი მალინოვი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. გამოძიების ჩატარების შემდეგ, მალოფეევს ამ ქვეყანაში ჩასვლა 10 წლით აეკრძალა. მასთან ერთად სოფიაში ჩასვლა აეკრძალა მის ახლო მეგობარს, პარტნიორს, ისტორიკოსს და ასევე „დიდ განმანათლებელს“, კაგებე-ს გენერალ-ლეიტენანტს ლეონიდ რეშეტნიკოვს. რეშეტნიკოვი გამოჩენილი ფიგურაა, ის მალოფეევის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი ორგანიზაციის „ორთავიანი არწივის“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და დიდი რუსეთის დაბრუნების ქომაგია. ის სერბეთში და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ცდილობდა თავისი ძველი კავშირების წყალობით კრემლის გავლენის აგენტების ამოქმედებას, წლების განმავლობაში იყო ამ კუთხით მუშაობდა და მათ შორის სასულიერო პირებთან ახლო ურთიერთობებსაც აქტიურად იყენებდა.

ამავე დროს, კონსტანტინე მალოფეევი მხოლოდ რუსეთის გაერთიანების იდეით შეპყრობილი ადამიანი არ არის, ის საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ-არხ „Царьград“-ის დამფუძნებელია. არხი კონსერვატიულ და მონარქისტულ იდეებს ატარებს. „Царьград“-ი აქტიურად თანამშრომლობს რუსულ საზოგადოებრივ, კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან. 2015 წლიდან არხზე გადაცემები მიჰყავდათ მწერალ ზახარ პრილეპინს და ფილოსოფოსს ალექსანდრ დუგინს. პრილეპინი წელს რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობს, ის და მისი პარტიის წევრები თვლიან, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს „პაწაწუნა სახელმწიფოების აფხაზეთის და ცხინვალის“ რუსეთთან მიერთება. ალექსანდრ დუგინი ჩვენი საზოგადოებისთვის ასე თუ ისე უფრო მეტად ცნობილი პირია, 2008 წელს ის ტრიბუნიდან ხმამაღლა ითხოვდა რუსულ ტანკებს თბილისი აეღოთ და ამ მოსაზრებას წლების განმავლობაში უფრო და უფრო ავითარებდა.

2017 წლიდან „Царьград“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ზემოთ უკვე ნახსენები რუსეთის საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდ რეშეტნიკოვი იყო. 2020 წლიდან არხის გენერალური დირექტორი გახდა რუსეთის ყოფილი გენერალური პროკურორის შვილი-დმიტრი სკურატოვი. 2016 წელს ტელეარხმა გამოაქვეყნა პროდუქტი სახელწოდებით „რუსოფობების ტოპ 100-2016“ , ეს პროდუქტი რუსეთის დონეზეც კი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ რუსეთის ადამიანის უფლებების საბჭომაც კი „სოციალური შუღლის და სიძულვილის მექანიზმის შემცველ პროვოკაციად“ აღიარა.

ფიგურა, რომლის მსოფლმხედველობას, აზრებს და დოქტრინებს „Царьград“-ის ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს, ეს ალექსანდრ დუგინია. დუგინის ერთ-ერთი ბოლო საავტორო გადაცემა „დირექტივა“ ცოტა ხნის წინ, 27 მაისს გამოქვეყნდა. საინტერსო დეტალია, მას წინ უძღოდა დუგინის და ქართველი ბიზნესმენის ლევან ვასაძის შეხვედრა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ტელეეთერითაც გაშუქდა. ამ ვიდეო „დირექტივის“ აღწერაში კი ნათქვამია: „კავკასია რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონია. საქართველო კი რაღაც დატვირთვით მისი „გასაღები“. ახალი პარტია „ერი“, რომელიც ძალას იკრებს, შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ახალი ფურცლის გადაშლას, არამედ რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას. ჯერჯერობით კი ეს არის ქვეყანა გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციით.“ დიახ, აი ასე ფიქრობს ახლა დუგინი, „Царьград“-მაც გაახშირა ამ თემის ირგვლივ საუბარი.

ალექსანდრ დუგინი 27 მაისის „დირექტივაში“ ასევე ამბობს- „26 მაისი თანამედროვე საქართველოს დაბადების თარიღად ითვლება. 1918 წელს ამ დღეს დათხოვნილ იქნა რუსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ შექმნილი კავკასიური დემოკრატიული ფედერატიული რესპუბლიკა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო დროებით გახდა. სულ ცოტა ხნით, რადგან მალევე ის შევიდა საბჭოთა კავშირის-წითელი იმპერიის შემადგენლობაში. და სწორედ ამ სიტუაციაში, საქართველოში, სწორედ 26 მაისის წინა დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური ძალა-მოძრაობა „ერი“, რომელსაც სათავეში სახელგანთქმული ქართველი პოეტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე ლევან ვასაძე უდგას.“ ანუ ეს ადამიანი თვლის, რომ საქართველო „შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში“. საბჭოეთმა კი არ დაიპყრო საქართველო, ოკუპაცია კი არ მოახდინა, დამოუკიდებლობა კი არ წაართვა, არა, ის თვითონ „შევიდა“. ადამიანი, რომელიც ასე თვლის, დღეს სიხარულით გვამცნობს, რომ გამოჩნდა ქართველი განმანათლებელი, პოლიტიკური ჯგუფი „ЕРИ“ და ასევე ის პატრიოტები, რომლებიც ლიბერალურ დღის წესრიგს წინ აღუდგნენ. დუგინი ხომ ეს დღეებია გაუჩერებლად აზიარებს თავის სოციალურ ქსელში ფოტო რეპორტაჟებს თბილისიდან. ასევე, მან რუს ხალხთან მიმართებაში პოზიტიურად განიხილა ის ფაქტი, რომ ვასაძე ანტიგლობალისტია, ულტრა ლიბერალიზმის მოწინააღმდეგე. საბოლოოდ კი ურჩია რუსულ სახელმწიფოს, რომ „ვასაძის ფიგურას გულისყურით დააკვირდეს“. ვითომ აქამდე არ აკვირდებოდნენ?

საინტერესო ამბავია აღწერილი „Царьград“-ის ცოტა უფრო ცოტა ძველ სტატიაშიც: „პოდმოსკოვიეში, ზახაროვოში, გაიმართა ფესტივალი „ტრადიცია“, რომელიც ოჯახის, სიყვარულის და ერთგულების დღეს მიეძღვნა. ხალხური ზღაპრები, რუსული რეპი, ლექციები ფილოსოფიისა და ვოლოგოდის სიმღერის სილამაზეს, სკა-პანკის და გეოპოლიტიკის შესახებ-ეს ყველაფერი ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა-ეს არის ფესვებთან დაბრუნებით საკუთარი თავის შეცნობა.“


როგორ ოსტატურად ჩააქსოვეს რუსული ხალხური ზღაპრების, სიკეთის და სიყვარულის ქადაგება გეოპოლიტიკასთან? განა ეს არ არის ის „მოფერება“, რომელზეც ექსპერტი კლაჩკოვი საუბრობდა და რომლისკენაც დღეს ტანკების მსურველი დუგინი გადაიხარა? ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფესტივალში „ქართველი საქმოსანი, განმანათლებელი და მშვიდობისმყოფელი ლევან ვასაძეც მონაწილეობდა“. მან ფესტივალის არსიც მისთვის ჩვეული სიტყვათა წყობით, პათოსით და ტერმინოლოგიით შეაფასა. დიახ, რუსული პროპაგანდისტული არხი, რომელმაც უკრაინის ანექსიას ხელი შეუწყო, ასე შეაფასა ლევან ვასაძე- „განმანათლებელი“, „მშვიდობისმყოფელი“. თურმე, ამ ფესტივალის ირგვლივ, ლევან ვასაძემ ტრადიციების მნიშვნელობაზე, მათი თაობიდან თაობაში გადაცემის სიხარულზე, სიყვარულზე და გულწრფელობაზე ისაუბრა...მისი თქმით, „ტრადიცია ეს არის რაღაც, რაც მხოლოდ სიყვარულის წყალობით შეიძლება შევინახოთ.“ როგორ ფიქრობთ, ვითომ, იმ სიყვარულზე და ტრადიციებზე ამბობდა, 200 წლის განმავლობაში რუსეთმა რომ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დათესა? ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია რომ წაართვა, მონარქია გააუქმა, მერე რუსმა ბოლშევიკებმა რომ დაგვიპყრეს, რეპრესიები ჩაატარეს, ნამდვილი ინტელიგენცია და ღირსეული სასულიერო პირები რომ დაგვიხოცეს? თუ რომელ სიყვარულ-ტრადიციაზე, აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის წართმევაში, ადამიანების გატაცებასა და შინაგანი ორგანოების გარეშე ქართულ მიწაზე დაბრუნებაში რომ გამოიხატა? ალბათ სწორედ ამ ტრადიციებზე სასაუბროდ იყო „პადმასკოვიეში“ მაშინ ბატონი ვასაძე? ალბათ, რამდენი ისაუბრა...

და ეს მხოლოდ ერთეულებია იმ საინფორმაციო შტურმში, რომელსაც დღესაც და უკვე დიდი ხანია კონსტანტინე მალოფეევი და მისი აპოლოგეტები საქართველოსთან დაკავშირებით აწარმოებენ, ინტერვიუები თუ სტატიები ქართველ „განმანათლებელზე“ და „განმანათლებელთან“ უმრავია. ისიც კია ნათქვამი, რომ ლევან ვასაძე „სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას“ ჰგავს...უკრაინიდან საქართველოზე გადმოერთნენ...

თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კონსტანტინე მალოფეევის და ბატონი ვასაძის ეს მედია ერთობლიობა მხოლოდ „Царьград“-ზე პოპულარიზაციით არ სრულდება. მალოფეევის საქველმოქმედო ფონდების და სხვა დასხვა მართლმადიდებლური ცენტრების აქტიური წევრი ხომ ალექსანდრე კომოვია, რომელიც ამავდროულად „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ რუსეთის წარმომადგენელია. ეს სწორედ ის „მსოფლიო საოჯახო კონგრესია“, რომლის მთავარი მასპინძელი საქართველოში ლევან ვასაძე იყო.

დღეს კი, 7 ივლისს, მოსკოვში „ევრაზიული სახელმწიფოს“ თემაზე შეხვედრების ახალი ციკლი იწყება. ამის შესახებ, ალექსანდრ დუგინის სოციალურ ქსელში წერენ. მთავარ თემებს შორის რუსული საზოგადოების მომავალი მოდელი იქნება. ალბათ ბატონი ფილოსოფოსი მომავალი რუსეთის მოდელის ერთ პატარა კუთხეში საქართველოს კონტურებზეც ისაუბრებს, მისთვის ხომ საქართველო მხოლოდ „ცოტა ხნით გახდა დამოუკიდებელი“...

მართალია, ჩვენი საზოგადოების წევრები ხშირად იმეორებენ რომ რუსეთი მაინც ერთმორწმუნეა, დასავლეთიდან გარყვნილების პროპაგანდა მოდის, იქ ოჯახურ და რელიგიურ სიწმინდეებს არ იცავენ და ასე შემდეგ. ალექსანდრ დუგინი, კონსტანტინე მალოფეევი და სავარაუდოდ ლევან ვასაძეც ასე ფიქრობენ. უბრალოდ კონსტანტინე მალოფეევი, თავის ГРУ-დან გამოსულ მეგობრებთან ერთად იმასაც ფიქრობენ, რომ საქართველო ცოტა ხნით გახდა დამოუკიდებელი და მისი ადგილი ისევ დიდ რუსეთშია. ამიტომ, მოდით, ვკითხოთ საკუთარ თავს, შეიძლება დავუჯეროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მართლმადიდებლური სიწმინდეები ყირიმში ჩააბრძანეს, შემდეგ კი ადგნენ და მერე ეს მიწა უკრაინელებს წაართვეს?

და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ის ციტატა, რომელიც ამ სტატიის დასაწყისშია - ძლიერი მუშტის არსებობა კავკასიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. არა მხოლოდ ძალით, არამედ მოფერებითაც საჭიროა იქ პოზიციების გამყარება. არ არის საკმარისი მხოლოდ ელიტებთან მუშაობა, საჭიროა სახალხო დიპლომატიის განვითარება, პირდაპირი მიმართვა ადამიანებისადმი, საჭიროა ჰუმანიტარული ტექნოლოგიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა.“


ლევან ამირეჯიბი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42